Apr 2, 2013

ამბები

როგორც ჩემი წინა პოსტიდან იცით, სამსახურის დაწყებას პირველი მაისიდან ვაპირებდი. ვაპირებდი რა, მუშაობას მაინც ვიწყებ ოღონდ აპრილში, სულ რაღაც ორ დღეში. გასულ კვირას ჩემმა მომავალმა უფროსმა დამირეკა და მითხრა რომ ერთი თანამშრომელი ავად გაუხდათ და სჭირდებათ შემცვლელი. მეც მეტი რა მინდოდა? რათქმაუნდა დავთანხმდი. ერთი სული მაქვს როდის მომიგროვდება სავალდებულო 24 თვე იმისათვის რომ მოვრჩე მოკლე ვადიან სამუშაოებზე სირბილს.

რაღაც გაურკვეველი განცდები მაქვს ამ ახალი სამუშაო ადგილის მიმართ. ასე მგონია ან ისე ძალიან მომეწონება რომ დარჩენა მომინდება, ან კიდევ გამოქცევაზე ვიქნები. ვნახოთ რა და როგორ იქნება. ზოგადად კი ძალიან დავიღალე ამ "პირველი სამუშაოს სინდრომით". ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა საავადმყოფოში მომიწია მუშაობა. კი, დადებითი მომენტი არსებობს ის რომ მეტი გამოცდილება მაქვს ესა თუ ის საავადმყოფო როგორ მუშაობს, შემიძლია ძველი სამუშაო ადგილის დადებითი მომენტები ახალ ადგილებზე გამოვიყენო მაგრამ მაინც დამღლელია. განსაკუთრებით ახალ პერსონალთან შეჩვევა და მერე გადაჩვევა.

პ.ს. იცოდით რომ ნაცისტებმა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს რომ მოწევა კიბოს იწვევდა?!


5 comments:

Sophie שרה Golden said...

წარმატებები ახალ სამსახურში!!! მალე უკვე უვადო სამსახური გეშოვოს.

ჰაჰა ტყუილია, არაფერსაც არ იწვევს. იმდენ მოხუცს ვიცნობ, მთელი ცხოვრება რომ ეწევიან და 100 წლისები ისე დაიხოცნენ, არაფერი ასტკიებიათ :დ ნაცისტები კარგს რას აღმოაჩენდნენ.

ნინო გოგუაძე said...

თამუნა, ახლა აღმოაჩინეს დამატებითი გენები, რომლებიც კიბოს გამომწვევ აქამდე აღმოჩეილ გენებთან ერთად მეტად აზუსტებს ზოგი სიმსივნის დამართვის პროგნოზს. თურმე, ზოგს 99, 100 %-ით უდგინდება ალბათობა :( საერთოდ ზოგ სიმსივნეზე, მაგ. ფილტვის, არის კავშირში მოწევასთან, ზოგთან არა. თუმცა, ადრე მახსოვს, წავიკითხე, რომ მოწევა მწეველი მამაკაცის ქრომოსომში ახდენს ცვლილებებს ,რაც მის მემკვიდრეში იწვევს სიმსივნეს.

ნინო გოგუაძე said...

გილოცავ სამსახურის დაწყებას!

Toma said...

მადლობა გოგოებო.

სოფი, რასაც შენ ამბობ იმის მაჩვენებელია რომ გამონაკლისები რიან. რაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის ამ სფეროს და კიდევ ერთხელ იწვევს აღფრთოვანებას ადამიანის როგორც ოგანიზმის მიმართ.

მეც მინახავს სრულიად ახალგაზრდა ისულტიანი პაციენტები,საერთოდ არანაირი რისკ ფაქტორი რომ აქვთ, მაგრამ მაინც ჩვენთან აღმოჩნდნენ.ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ვუარყოთ ინსულტისათვის მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, დიაბეტი, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, სტრესი, ასაკი და ა,შ, რისკ ფაქტორებია?!

ნინო, კი ვიცი მაგ გენების შესახებ. ადრეულ პერიოდში შეუძლიათ დაადგინონ გენომის ანალზით აქვს თუ არა ადამიანს რისკი ამა თუ იმ ორგანოს კიბოსაკენ (და კიდევ რარაც სხვა დაავადეებზე საუბრობდნენ). ასევე საუბრობდნენ გენეტიკურ წამლებზე რომლებიც სწორედ იმ ცუდი "პროტეინების" დასაბლოკად იქნება მიმართული, რომლებიც ცვლილებენს იწვევენ ამ გენომში. ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ვითარდება სწრაფი ტემპებით.

რათქმაუნდა მხოლოდ მოწევა არ აზიანებს ფილტვს, არის უამრავი სხვა ფაქტორი, და ასეა ბევრ სხვა დაავადებებთან მიმართებაშიც.

Keti said...

წარმატებები, ტომა! იმედია, კმაყოფილი იქნები :)
მე მომწონს ეგ წესი, რომ მუდმივ ადგილზე მუშაობის დაწყებამდე სავალდებულო პერიოდია გასავლელი. არ ვიცი, ჩვენთანაც ასეა თუ არა.