Mar 15, 2013

ჩორიზოს ფენოვანი სამკუთხედები :)

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემი cooking therapy-ს ეგიდით :) ხოდა ვიფიქრე, რადგანაც ჯერ არ ვმუშაობ, და იმდენი დრო მაქვს რამდენიც გამეხარდება, შემიძლია ისევ ვწერო ამ თემაზე და გამოცდილი, მარტივი რეცეპტები შემოგთავაზოთ.

ჩორიზოს ფენოვანი სამკუთხედების გაკეთების იდეა დღეს ტრამვაიში მომივიდა. რადგანაც ცომის გაკეთება მეზარებოდა, ვიყიდე ფენოვანი ცომი 10 ცალი პატარა ოთკუთხედით 10*10. დანარჩენი ინგრიდიენტები კი სახლში მქონდა. შედეგად თქვენ ასეთი კერძი გამოგივათ (ტელეფონით გადაღებული სურათია და ფერმკრთალია)



კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
  • 10 ცალი ფენოვანი ფირფიტა 10*10 სმ. თუ ფირფიტები ვერ იყიდეთ, მაშინ რეცეპტი ნახეთ აი აქ - ფენოვანი ცომი
  • 250 გრამი გაწურული ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 10 ცალი თხელი ნაჭერი ჩორიზო (თუ არ გაქვთ არაუშავს, სხვა კალბასი გამოიყენეთ)
  • ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (სხვა ზეთიც გამოდგება)
  • ორეგანო ან ბაზილიკა
  • მარილი


მომზადება კი ძალიან მარტივია.
1. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსამდე.
2. მოამზადეთ საცხობი ჟარუნა, ფქვილი მოაყარეთ ან საცხობი ქაღალდი დააფარეთ.
3. პატარა ჯამში მოვათავსეთ ხაჭო, დაუამატეთ მარილი გემოვნებით, და ერთი ცალი კვერცხი.კარგად აურიეთ ეს ყველაფერი.
4. ფირფიტები მათავსეთ საცხობ ჟარუნაზე და ხაჭოს მასა გადააანაწილეთ ათივეზე, მხოლოდ ერთ ნახევარზე რომ მეორე გადმოკეცოთ. მერე დაადეთ შუაზე გაჭრილი ჩორიზო. გადმოკეცეთ და ხელით დააწექით რომ პირები შეიკრას.
5. ერთი კვერცხის გულს აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი, და გადაუსვით სამკუთხედებს. თავზე მოაყარეთ ორეგანო ან ბაზილიკა.
6. გამოაცხვეთ სანამ სამკუთხედების ზედაპირი არ შეიბრაწება.


 გემრიელად მიირთვით :)



4 comments:

Anonymous said...

ah es dzaaaalian gemrieli ikneba, magram kaloriuli. xandaxan sheidzleba gaketeba,tan ra martivi receptia. madloba ideistvis tom, Nanuka
P.S.sul sxva tema...shemtxvevit kviris palitrashi dzaglebze vkitxulobdi exla.guli damecva, ra araadamianurad vepkrobit cxovelebs kartvelebi...arada es dzalian dabali kulturis machvenebelia chemi azrit.arc vici rogor davexmaro kartvel dzaglukebs:-( dzalian mecodebian

Toma said...

ki kaloriulia (fenovanis comis gamo) da ishviatad vikeneb xolme fenovan coms.

dzaglebs rac Seexeba, agar vkitxulob msgav rameebs. ar vici rogor davexmaro da ar minda kiev uaresad davigruzo.

getanxmebi sruliad. cxovelebisadmi ase mobyroba dabali kulturis maCvenebelia.

Anonymous said...

ho dges vpikrobdi neta mec ar camekitxatko...mainc verapers vaketeb jerjerobit da.im gamotkmaze kidev sul vgijdebi sakartveloshi rom ician, adamianebs uchirt da dzagli vitom ra moxdao.isic xom arsebaa, grdznobs da tkiva...tanac kvelapers tavisi adgili akvs dzagls dzaglis, adamians adamianis...xxxNanuka

Toma said...

mag gamotkmaze mec dzlain vgiziandebi.
nu kai, tu ar examrebi, nu avneb mainc xo? magram amisi Segneba unda gkondes adamans, rom bolosdabolos cocxal arsebasTan gakvs sakme.

sxvatashoris, ase mgonia mat vinc uchirs, isini ufro shedarebit tbilad da gegbit ekidebian cxovelebis gasachirs. ai inc ragac shua donezea gacherebuli, isini mgonia gansaktrebit sastikebi.