Mar 11, 2013

სამსახურის ამბები და რამოდენიმე ახალი სურათი

უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც უმუშევარი ვარ. სამსახურს რათქმაუნდა ვეძებ, მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც მე მინდა და ვგეგმავ.

პირველ რიგში ის რომ "სამუდამო, გრძელვადიანი" კონტრაქტის უფლება მაქვს მას შემდეგ რაც ორწლიანი სამუშაო გამოცდილება დამიგროვდა. ჯერ ჯერობით ჩემი სამუშაო გამოცდილება 9 თვეს შეადგენს. რა გაძლებს ასე მუდმივ სამსაუხრის ძებნაში კიდევ ერთი წელი და სამი თვე?! 

ყველაზე ცუდი კი ერთი რამაა. სადაც არ უნდა ვეძებო სამსახური, სულ მაქვს დანაშაულის განცდა რომ რაღაცა ცუდს ვაკეთებ, რომ იმ საავადმყოფოს სადაც ვმუშაობდი "ვღალატობ". წამოსვლამდეც მითხრეს რომ ზაფხულში გელოდებითო, მაგრამ ეს გარკვეული, 100% გადაწყვეტილი არ იყო, ამიტომ დღეს ვეღარ მოვითმინე და ჩემ უფროს მივწერე წერილი. ვუთხარი რომ უნდა ვიცოდე ზუსტი პასუხი რათა შევძლო დაგეგმვათქო. ჯერ არაფერი მოუწერია და ვნახოთ რას იზავს.

ჩემტვისაც კარგია და მათთვისაც რომ დროზე გავარკვიოთ ურთიერობა! დავიღალე ასეთ უაზრო სიტუაციაში ყოფნით.



No comments: