Feb 5, 2013

ჩემი საწყალი სახლი :(

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან.
წინა პოსტში ვწერდი რომ სახლის აღწერა უდნა გაგვეკეთებინა ორშაბათს და მერე შედეგის მიხედვით გადაგვეწყვიტა დაგვეხურა კონტრაქტი თუ არა. გავაკეთეთ აღწერა, საბედნიერდ და საუბედუროდ როგორც იტყვიან.

საბედნიეროდ იმიტომ რომ გადავურჩით ძალიან დიდი თანხის გადახდას სახლში რომელსაც მშვენიერი ფასადი აქვს, აი ფასადის უკან კიიიი.....

სახლი რომ 30 წლის იყო და სჭირდებოდა გრენაჟის, აბაზანის, სამზარეულოს და ა.შ. გამოცვლა ვიცოდით და ამისთვის მზადაც ვიყავით. ეგეც ვიცოდით რომ ნელ ნელა სახურავის გამოცვლაზეც უნდა შეგვეგროვებინა ფული, მაგრამ რას ვიფიქრებდით რომ საყრდენი კედლების გამოცვლა შეიძლება გამხდარიყო საჭირო. გუშინ, სარდაფიდან კლედების შემოწმებისას აღმოჩნდა რომ საყრდენი კედელის შიდა ფენა რომელსაც იზოლაცია ქვია, სრულიად სველია. ნესტიანი კი არა სველი. რაც მთავარია გაურკვეველია რამდენი ხანია ეს სისველე დგას, იმიტომ რომ გარე და შიდა ფენაზე არაფერი ჩანს. ჩვენმ ამღწერმა გვითხრა რომ ეს სისველე ჭერიდან ჩამოდის, რაც იმანს ნიშნავს რომ სავარაუდოდ არ მხოლოდ ერთი კედლის, არამედ ოთხივე კედლის პრობლემაა.  ყველაე ცუდი კი ისაა, რომ ასე ჩანს სახლის პატრონმა ეს იცოდა და არ თქვა. შეეცადა მის "გამოსცორებას".

რათქმაუნდა ძალიან კარგია რომ ეს ყველაფერი გავარკვიეთ კონტრაქის ბოლომდე დახურვამდე, მაგრამ ამავდროულად გული მწყდება სახლზე, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა და რაც მთავარია იმდენ სტრესთან იო ეს ვყელაფერი დაკავშირებული რომ იგივეს თავიდან გავლა არ მინდა.

4 comments:

Anonymous said...

ra dasanania tom...kargia rom sheamotsmebine. turme saxls kvelaze mnishvnelovani problema konia rats ki sheidzleba konoda,vtvli rom janmrtelobistvisats ar ikneboda sasurveli ast shenobashi cxovreba.saxlis gamkidvels es autsileablad unda etkva.brvo shens intuitsias, ai xom gigrdznobda guli rom ragatsas gatkuebda.
P.S. ise saxlis kidva martlats didi pasuxismgeblobaa,sul ragats aris shesaketebeli,dzalian karg mdgomareobashits rom ikos saxli.europashi ki es kvelaperi pupunebaa da did xarjebs ukavshirdeba.germaniashi bevri tavad ishenebs saxls,tumtsa esests rtuli protsesia.
mokled gamxnevdi,dro gava,eg saxli dagavitskdeba da sxva saxlis sakidladats moikreb energias,Nanuka

Keti said...

დასანანია, მაგრამ გული არ გაიტეხო. ასე ჯობია, ვიდრე მერე აღმოგეჩინათ – ხარჯი ცალკე იქნებოდა და სანერვიულო ცალკე..
გამოჩნდება კარგი სახლი, არ ინერვიულო ტომა, წარმატებები!

Toma said...

madloba gamxnevebisatvis gogoebo.
mec imedi makvs rom kidev gamochndeba aseti sakvareli saxli.

პერწკლი said...

კარგი ინტუიცია გქონია. მახსოვსწინა პოსტში წუწუნებდი, რაღაც არ მომწონსო და არ ვიცი რაო.