Jan 29, 2013

შორეული ჩრდილოეთი

სამი დღით მოვწყდი რეალობას და ჩემი ქალაქიდან შორს, ძალიან შორს ჩრდილოეთში წავედი. წასლის მიზანი კი მასტერის ერთ ერთი დისტანციური კურსის პირველი და ბოლო შეხვედრა იყო. სამი დღის დღის განმავლობაში ინტენსიური დღეები გველის :)

გადასაადგილებლად მატარებელი გამოვიყენე :) არც მეტი არც ნაკლები 13 საათი დამჭირდა იმისათვის რომ აქ ჩამოვსულიყავი. გზაში რათქმაუნდა ვერ დავიძინე, იმიტომ რომ კუპე ექვს ადგილიანი იყო, და გზადაგზა მატარებელი რომ ჩერდებოდა კუპე ივსებოდა, მერე ვინმე რომ ჩადიოდა, გამცილებელი გვიკაკუნებდა კარებზე და ა.შ. მოკლეთ ასე თუ ისე ჩამოვედი  დილის 6: 15 წუთზე, უნივერსიტეტში შეხვედრა კი 10:30 ისთვის იყო დანიშნული.

ცენტრალური სადგურიდან უნივერსიტეტამდე ფეხით წასვლა გადავწყვიტე, ხოდა იმის ნაცვლად რომ 30 წუთი მეარა, გზაში 1.20 წუთი დამჭირდა, რადგან გზა ამებნა. გზის აბნევას ერთი დადებითი მომენტი აქვს, ქალაქს ათვალიერებ :) მეც არ მეჩქარებოდა და ქალაქი დავათვალიერე, უკუნით სიბნელეში, მაგრამ ისეთი თოვლიააააააააა :) ვაიმე სასწაული თოვლი. ქუჩებიდან როგორც ჩანს არ გააქვთ - ცენტრშიც კი, ხოდა არის გორები 2-3 მეტრიანი. ზოგ ქუჩაზე გადაწყვიტეს თოვლის მასებისათვის ფორმა მიეცათ და ლამაზი კუბები გააკეთეს :) გზა ისეთი თეთრი და ყინულიანია რომ ვერ ვხედავ სადაა ტროტუარი და სად მანქანის სავალი გზა :) უმაგრესი ადგილია, თუმცა არ ვიცი როგორ ვიცხოვრებდი ქალაქში სადაც ზამთრობით მხოლოდ 4-5 საათია დღის სინათლე :)

ფოტოაპარატი წამოღებული მაქვს, მაგრამ კაბელი არ მაქვს რომ კომპს მივუერთო. აუცილებლად გაგიზიარებთ სურათებს!

No comments: