Jan 27, 2013

კონტრქტი

სახლის ყიდვა, ერთ ერთი ურთულესი და ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, ჩვენც ვცდილობთ მამაცად გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს.

დღეს პირველად შევხვდით სახლის პატრონს, ამ ადამიანმა პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ დატოვა, და ახლაც მგონია რომ რაღაცას გვატყუილებს. აი რას არ ვიცი, სუფთა ემოციურ დონეზე მაქვს ეს განცდა. შესაბამისად სტრესის დონე უფრო მატულობს.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, პირველადი ხელშეკრულების გაფორმება, გადასვლის თარირად 30 აპრილია დანიშნული მაგრამ მანამდე ვნხოთ რა მოხდება და აი რატომ. როგორც მყიდველს, მაქვს უდლება დავიქირავო ინჟინერი ვინც სახლს აღწეს. აი ამ აღწერის შემდეგ კი შემიძლია ან გავაგრძელო კონტქტი ან უარი ვთქვა სახლის ყიდვაზე. ხოდა ვნახოთ, მომავალ ორშაბათს მოვა ეს ინჟინერი. მანამდე კი მე მეზობელ ქალაქში (1200 კმ აქედან) წავალ და ჩემი მასტერის პირველ, დისტანციეურ კურს გავეცნობი :)

2 comments:

Keti said...

ტომა დამშვიდდი და ყურადღებით ნახეთ ყველაფერი. მაგარი ამბავია. ყველაფერი კარგად იქნება :)

Toma said...

კი, ძალიან ყურადღებით ვავირდებით ყველაფერს. ვნახოთ აბა რა იქნება ორშაბათს.