Jan 4, 2013

სხვა რა უნდა ვქნა?!

დღეს ძალიან მაგარი პაციენტი მყავდა, პაციენტი რომელმაც დამარწმუნა რომ მარჯევნა მხარეს ინსულტი განსაკუთრებით კი ტვინის ფრონტალურ ნაწილში ძალიან, ძალიან საინტერესო სიმპტომებს იძლევა და ეს სიმპტომები კარგად არიან დამალულები :)

მოკლეთ შევხვდი ჩემ პაციენტს, ვნახე ხელის ფუნქცია რომელიც დაქვეითებული იყო, მეხსიერება რომელიც კარგად იყო შენაჩუნებული. ყურადღება, კონცეტრაცია არანაირი პრობლემა. რომ მოვრჩით შემოწმებას, დაიწყო საუბარი ყოველდღიურობაზე, რა ძნელია მის სახლში ცხოვრება ამა თუ იმ მიზეზის გამო, როგორ ყველა შეთქმულებას უწყობს. რომ ქალაქში მანქანით მოძრაობის გადასახდელი (როელიც ძალაში ახალი წლიდან შევიდა) საშნელ დარტყმას აყენებს მის ეკონომიას და ამიტომ საჭიროა კომპენსირება.

კომპენსირება კი..... არც მეტი არც ნაკლები მაღაზიების გაქურდვა (გეტყვით რომ პაციენტი ასე 80 წლის იყო :D :D ) თან ძალიან, ძალიან უცოდველი სახით შემომხედა და მითხრა აბა სხვა რა უნდა ვქნაო? მას რა უნდა ექნა არ ვიცოდი, მაგრამ მე კი ვქნები სასწარფოდ ექიმს დაველაპარაკე 1. მართვის მოწმობა რომ ჩამოერთმიათ იმიტომ რომ ინსულტის სიპტომები  იყო. როგორც წესი სამი თვე ეკრძლებათ მართვა და მერე გამიცდა უნდა ჩააბარონ თავიდან ოკუპაციური ტერაპევტის თანდასწერებით  2. დაკავშირებოდნენ ნეიროფსიქოლოგს.

ხოდა ესე :) 



2 comments:

Anonymous said...

:-)))

Salome Kanario said...

საწყალი :დ