Jan 3, 2013

და 100% სამუშაო დღეები ისევ გრძელდება

წინა პოსტში ვწერდი რომ წლის ბოლო დღეები მხიარულად დასრულდა, მაგრამ წლის პირველი დღეები არცთუ მხიარულად დაიწყო. როგორც ვწერდი პირველი იანვრიდან 65% ანუ 26 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავედი. ეს კი ნიშნავს რომ ყოველ დღე ოთხშაბათის გარდა ოთხი საათი უნდა ვიმუშაო, ოთხშაბათს კი რვა საათი. ეს კი იმიტომ, რომ ჩემი თანამშრომელი რომლთანაც საერთო მოდული მაქვს, არ დადის ოთხშაბათობით და 9 პციენტს ოთხს ჩემსას და ხუთს მისას, ოთხ საათში ვერ მივხედავ.

ჩემი ქმარი სულ ამბობს რომ შენ ვერ იმუშავებ ნახევარ განაკვეთზეო და სამწუხაროდ ეს სიმართლეა. საქმე იმაშია რომ არ შემიძლია საქმე დავტოვო და წამოვიდე ოთხი საათის შემდეგ. საქმის სხვაზე გადაბარებაც არ შემიძლია, იმიტომ რომ ვფიქრობ პაციენტები ძალიან იღლებიან როცა ბევრ, ახალ ადამიანებთან უწევთ ურთიერთობა. მაგრამ ყველაზე მეტად პრობლემა ისაა რომ არ შემიძლია საქმის სხვაზე გადაბარება. გუშინ მაგალითად ცხრა საათი ვიმუშავე შესვენების გარეშე, დღეს ასევე რვა საათი შესვენების გარეშე. იდეაში ხვალ სამსახურში საერთოდ არ უნდა მივდიოდე მაგრამ მივდივარ ჩემი ოთხი საათის შესასრულებლად, რომელიც უკვე ვიცი რომ უფორ დიდ ხანს გაგრძელდება.


თან მინდა წამოვიდე სამსახურიდან, თან ვფიქრობ რომ რაც მიუხედავად ყველაფერისა გამოცდილებას შევიძენ, გინდაც იმის გამოცდილებას რომ საქმე სხვას გადავაბარო და მოვიხსნა პასუხისმგებლობა მაშინ როცა ჩემი სამუშაო სააათები აღარ არის. მაგრამ ძალიან ძნელია. შეიძლება ეს დროს მოაქვს, მაგრამ მეეჭვება, მგონია რომ ეს პიროვნული თვისება უფროა და არა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებით ვლინდება არამედ, ცხოვრების სხვა ასპექტებშიც.

9 comments:

Keti said...

მეც პიროვნული თვისება მგონია. არაჩვეულებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, ვგიჟდები რომ ვკითხულობ. მედიცინაში მით უმეტეს, რა მნიშვნელოვანია ეს. მაგრამ ასე გადაიღლები და კარგი იქნება ალბათ დათმო ის საათები, რომლებიც არ გევალება... ისევ შრომისუნარიანობის შენარჩუნების გამო. ჩემი აზრით, რა ვიცი.

Toma said...

mec mase vfiqorb, magram es datmoba michirs :D dges mxolod chem pacientebs mivxede da kidev erts mivexamer. zemdeti mxolod 1.5 saati momicia mushaoba.

ნინ გოგ said...

იმიტომ გიჭირს,რომ დროა აწი შვილები გააჩენო და ბუნებრვიად გადაგინაწილდება ეს ყურადღებაც და პასუხისმგებლობაც

ნინ გოგ said...

შემ მოგიწევს ჩემი დაბლოკვა

Toma said...

bunebrivad ki ar gadanacildeba aramed idzulebit. samsaxuris garda axlac uamravi sakme makvs - martvis mocmoba, statia, masteri magram mainc samsaxurze var mijachuli tumca odanachen kvelafersac mshvenivrad vartmev tavs. martvis mocmobis garda :D :D

ratom udna dagbloko? rac ar unda dacero chemi sakmis me ufro vici vidre shen da nebisierma sxvam.

ნინ გოგ said...

შენი საქმის შენ უკეთ გესმის,რა თქმა უნდა, მაგრამ მე რასაც გეუბნები,მაგი არ გესმის, ისეთ პასუხს მცემ. მე საკმარისად ვთქვი, როგორც მეგობარმა. აწი ამ თემას ისედაც აღარ მივუბრუნდები.

Toma said...

ძალიან მადლობელი დაგრჩები თუ არ მიუბრუნდები.

Anonymous said...

vaime es shvilebis tema:-))) metsineba ra chemi megobrebivit da natesavebivit laparakobs es gogo(tomas megobari).Es tema chemtvisats sachirboroto gaxda, ki vici sachiroa shvilis gachena,magram uamisodats kargad vgrdznob tavs jerjerobit da sxva sakmets bevri makvs. es dzalian piraduli sakitxia, da kvelam tavad unda gadatskvitos,me piradad ar var is adamiani sxvebis shedzaxilebis gamo rom ase an ise moviktse,an tundats imitom rom es asea sachiro, kvela ase iktseva da me ratom unda viko gamonaklisi? etc.etc. rotsa survili gachndeba shinagan ad mashin ukve kvelapers gadadebs albat kaci da shvils gaachens,vot tak :-)
P.S. tom, shen ra chemnairi adamiani xar, sul zedmetad unda shevrche samsaxurs tu sxva rats ikneba. chemtvis mtavaria metviton viko gaketebuli sakmis xarisxit kmakopili,magram xandaxan vacharbeb xolme sakutari tavisadmi motxovnebshi. am kvelapers drots miakvs. chvenitavis dazogvazets unda vipikrot me da shen:-) Nanuka

ნინგოგ said...

აზრადაც არ მომსვლია, ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო. არ მეგონა, ამ თემაზე თუ განსხვავებული აზრის გამოთქმა ასეთი მტკივნეული იქნებოდა. საერთოდ, მგონია, რომ კომენტარების ოპცია აქ გულისხმობს, რომ აზრის გამოთქმა არის ველქამ. ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, ნამდვილად არ მიღირდა, თუნდაც დარწმუნებული ვიყო, რომ საჭიროა მეგობარს შენი აზრი უთხრა. თან, უბრალოდ, მინდა გაჩნდეს არსება, თამუნა აბჟანდაძის შვილი. მაგრამ ჩემს სურვულებს და აზრებს აწი აქედან შევინახავ, არანაირად აღარ შეგაწუხებთ.