Dec 17, 2012

desperate

ჩემი კონტრაქტი დასასრულს უახლოვდება.
მე კი უფრო და უფრო desperate ვხდები.

რათქმაუნდა ხელფასი მადარდება, მაგრამ ის უფრო მადარდებს რომ ამ საინტერესო ადამიანებთან აღარ მექნება შეხება - ჩემ პაციენტებთან და მათ ახლობლებთან, რომელთაგანაც ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ. 

იდეაში სტრესის დონე ბევრად დაიწევს და შევძლებ ჩემ სწავლას მივხედო, მაგრამ  ის კურსები რომლებზეც მიმიღეს, ვერ შეცვლის იმ პრაქტიკულ გამოცდილებას რომელსაც ყოველდღიურად ვღებულობ.

ახალი წელი კი სულ არ მიხარია. მიუხედავად იმისა რომ აქ უკვე დიდი ხანია ყველაფერი მორთულ მოკაზმულია, ხალხმაც უკვე 3 კვირაა რაც საახალწლოთ მორთეს სახლი, მე საერთოდ არაფერი გამიკეთებია.

3 comments:

Keti said...

ტომა, იმედია, გაგიგრძელებენ კონტრაქტს ან ახალი კარგი სამსახური გამოჩნდება!
შენც ჩემნაირად ყოფილხარ. აქაც წელს ძალიან ადრე დაიწყეს საახალწლო მზადება, ტელევიზიითაც ადრიანად გავიდა რეკლამები..

Sophie שרה Golden said...

იმედია, გააგრძელებ მუშაობას, შენი მოტივაცია რომ ვიცი.
ისე, რთულია სამსახურის შოვნა მანდ?

ok said...

იმედია კონტრაქტს გაგიგრძელებენ