Dec 9, 2012

ჩემი პირველი სამუშაო მაგიდა

ჩემივე ხელფასით შევიძინე. როგორ მიახრია ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქამდე, ამდენი წლის ვარ და სახლში ჩემი, საკუთარი სამუშაო მაგიდა არ მქონია.

- სკოლა:  ბავშვობაში გაკვეთილებს ხან ტუალეტში ვამზადებდი ხან სამზარეულოს მაგიდაზე.
- პირველ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქაც არ შეცვლილა დიდად სიტუაცია, უფრო გაუარესდა იმიტომ რომ ხანდახან კომპიუტერი მჭირდებოდა და ხან ვის ვაწუხებდი და ხან ვის, ხალხს მაზოლები ქონდა უკვე ჩემგან. ბიბლიოთეკაშიც ხშირად დავდიოდი, მაგრამ უფრო თბილ პრიოდში, იმიტომ რომ იმ დროს ზამთარში ეროვნულ ბიბლიოთეკში ჯდომა საშნელი გამოცდილება იყო.
- მეორე უნივერსიტეტი, ამ პერიოდშიც ხან სად ვიჯექი და ხან სად. ტრადიციულად ტუალეტი და სამზარეულოს მაგიდა აქაც უცვლელი იყო. ხანდახან ოთახში იატაკზე კარგად მოკალათებული  ვიჯექი ან კიდევ კომპიუტერის ოთახში ღამეს ვათენებდი რომ პროკასტრირებული ესე დამემთავრებინა :D :D
- მესამე ინსტიტუტში რომ დავიწყე სწავლა უფრო გაადვილდა სიტუაცია, სამზარეულო კვლავ შეუცვლელი ადგილი დარჩა. ასევე ჩვენ საერთო კომპიუტერის მაგიდასთან ვიჯექი რამე თუ მქონდა დასაწერი, წიგნები კი გარშემო მეწყო. აი ძველი სურათებიც სამზარეულოდან, სხვა სურათებს ვერ ვპოულობ რომ გაჩვენოთ, თორემ გადაღებული მქონდა.


პ.ს. სამზარეულოს მაგიდა სამუშაოდ არ ვარგა, იმიტომ რომ ყოველი ჭამის წინ უნდა აალაგ-დაალაგო, "საგულდაგულოდ დაწყობილი" წიგნები და სტატიები :D

ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი და გადავწყვიტე რომ დროა ჩემი მაგიდა მქონდეს!! გადავწყვიტე და ეგრევე შევასრულე! აგერ ჩემი პატარა ლამაზუნა მაგიდა :) რაც მტავარია ამ მაგიდას სადაც მინდა იქ დავდგავ. ჯერ ჯერობით ზალაში, კომპიუტერების დიდი მაგიდის გვერდით დგას (მგონია მალე სხვა ოთახში გადავალ)

ხოდა რატომ ვწერე ამდენი. ყველა სხვადასხვაგარად მუშაობს, მაგრამ ხანდახან საჭიროა ერთი სტაბილური ადგილის ქონდა სადაც დაჯდები და ნაყოფიერად იმუშავებ. სტაბილურობის მოთხოვნილება ჩემთან ასაკთა ერთად მოვიდა (ვბერდები აშკრად), შევამჩნიე რომ არარ გამომდის საწოლში სწავლა, სამზარეულოს 10 ჯერ ალაგებ დალაგება. მჭირდებოდა ერთი ადგილი სადაც არეულად მექნებოდა ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს სრული წესრიგი იქნებოდა!

4 comments:

Keti said...

რა საყვარელი მაგიდაა! შენი ახალი სავარძელიც ჩანს :) გილოცავ! მეც არ მაქვს სამუშაო მაგიდა, ამიტომაც შინ მუშაობა არ გამომდის. სახლის კომპიუტერის მაგიდა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ სამუშაოდ გამოვიყენო :( საერთოდაც კაბინეტზე ვოცნებობ, სადაც მექნება მყუდრო გარემო სამუშაოდ და საკითხავად.

Toma said...

gmadlob keti. mec minda chemi samushao kabineti.

ise keti, ikneb ketesia saxlshi mushaoba rom ar gamogdis, moxval da daisveneb cota xans, mosckdebi samsaxurebriv rutinas. rac ar unda sassiamovno ikos samsaxuri, unda vagiaro rom misgan unda daisvenos adamianma (sakuTari tavidan gamomdinare vambob, da mgonia rom maro me ar var ase)

Keti said...

კი, მაგასაც ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ჩემს საქმეებსაც რომ ვერ ვაკეთებ? სულ მეზარება არაკომფორტულობის გამო:)

Anonymous said...

hoo ai eg sxva sakitxia ukve.