Dec 7, 2012

რამდენად კარგად იცნობ ინსულტის სიმპტომებს?!

ინსულტი ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული დაავდებაა და სხვადასხვა სიძლიერით ვლინდება ადამიანში. სიმპტომები 30 წუთიდან (ტია შეტევა) რამოდენიმე წლის განმავლობაში, ან სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება დარჩეს (მეიჯორ ინსულტი), გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში და პაციენტი სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი გახადოს.

აკუტ ფაზის ინსულტის რეაბილიტაციაში, ცნობილია რომ რაც უფრო მალე მოხვდება ადამიანი საავადმყოფოში, მით უფრო დიდი შანსია წარმტებლი რეაბილიტაციის. ამიტომ, გადავწყვიტე თქვენთვის შემომეთავაზებინა პატარა ტესტი - რამდენად კარგად იცნობ ინსულტის სიმპტომებს.  შესაბამისად თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს მსგავსი სიმპტომები აღმოგაჩდათ დროა სასწრაფოში დარეკოთ! (ეს ტესტი შემუშავებული იქნა ე.წ. აკუტ კაპმაანიის დროს, და მის ადაპტირებულ თარგმანს ვაკეთებ)

1. ზიხარ შენ ბებოსთან ერთად და საუბრობ, ხედავ რომ ბებოს პირის კუთხეები ასიმეტრიული ხდება და ერთ ერთი კუთხე ეკიდება. რას აკეტებ?
- შეძლებისდაგვარად იღიმები იმისათვის რომ ნახო ბებოს თუ შეუძლია გღიმება და კბილების ჩვენება (სწორი პასუხი: ისულტის დროს პირის კუთხეები ხშირად ასიმეტრიულია)
- რაც შეიძლება ძლიერად აღებ პირს, იმისატვის რომ ნახო ბებოს თუ შეუძლია პირის გაღება

2. შენი მეგობარი ბლინებს ამზადებს, ამჩნევ რომ მას უჭირს ბლინების გადმობრუნება, არადა ეს ყოველთვის ადვილად გამოსდიოდა. რას აკეთებ ამ შემთვევაში?
- ყურადღებით აკვრდები 30 წამის განმავლობაში, გაინტერესებს ხელები თუ კანკალებს.
- სთხოვ აწიოს ორივე ხელი ზემოთ 10 წამის განმავლობაში და აკვირდები თუ შეუძლია მოძრაობის შესრულება (სწორი პასუხი: ინსულტის დროს ხშირად ხდება ერთი მხარის მეტ ნაკლები სიძლიერით გამოხატული პარალიზება )

3. ზიხარ შენს ბაბუსთან ერთად და საუბრობ. ამჩნევ რომ ბაბუს უჭირს შენი გაგება, და შენც ვერ ხვდები რას გეუბნევა. რას აკეთებ ამ დროს?
- სთხოვ ბაბუს გაიმეოროს "დღეს კარგი ამინდია" (სწორი პასუხი: ინსულტის დროს განსაკუთრებით კი მარხენა მხარეს, ადამიანებს უჭირთ მეტყველების გაგება, ან კიდევ საკუტარი აზირს გამოხატვა მეტყველების საშუალებით)
- სთხოვ ბაბუს ენა გამოყოს, იმსათვის რომ ნახო თუ შეუძლია ენის მოძრაობა
- სთხოვ ბაბუს ღრმად ჩაინსუთქოს რათა შეამოწმო თუ შეუძლია კარგად სუნთქვა.

მოქმედება:  შენ გჯერავს რომ შენ ახლობლებს ინსულტის სიმპტომები აქვთ, მაგრამ ახლობლები გეუბნევიან რომ ისინი დაღლილები არიან და მხოლოდ ცოტა დასვენება სჭირდებათ. მიუხედავად ამისა აუცილებელია რომ თქვენ სასწრაფოში დარეკოთ იმიტომ რომ ინსულტის შეტევისას, დრო ძალიან მნიშვნელოვანია!

ასევე გაითვალისწინეთ რომ ადრე ინსულტი ასაკთან დაკავშირებულ დაავადებად ითველებოდა, ახლა სამწუხარო ტენდენციაა რომ ახალგაზრდებიც ხშირად ავადდებიან ინსულტით, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ სიმპტომების შესახებ.

გაავრცელეთ ინფორმაცია იმსათვის რომ ცოდნა გავრცელდეს! 

No comments: