Dec 5, 2012

ჩვენთან თოვლი მოვიდა


შაბათს რომ დაიწყო სიცივეები, კვირასაც გააგრძელა და ორშაბათ დილას უკვე თოვილი იყო. ორშაბათს სამშაბათი მოჰყვა, სამშაბათს ოთხშაბათი და აგერ გადაუღებლად თოვს. იმედია ასე ითოვებს და ითოვებს. 

დღეს იოგაზე რომ მივდიოდი რამოდენიმე სურათი გადავიღე და თქვენც გიზიარებთ.

იოგაზე წასვლა მიყვარდა, დაახლობით 30 წუთია ფეხით სავალი და ამ დროის განმავლობაში ჯარგად ვმშვიდდებოდი და უკან ვტოვებდი სამსახურის ამბებს, იოგაზეც 1 საათიანი ვარჯიშის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე გამოვდიოდი. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა. სავარჯიშოდ დაგრუზული შევდივარ, და ვრჯიშიდანაც დაგრუზული გამოვდივარ.

ჩემი თავი სრულიად ცარიელია და ეს მგრუზავს. მნიშვნელოვანი პროექტი მაქვს გასაკეთებელი, ვზივარ სამსახურის შემდეგ, ვკითხულობ, ვკითხულობ თავში საერთოდ არაფერი რჩება. არც შედის რამე რომ დარჩეს! სრული სიცარიელია, მაგრამ ეს სიცარიელე ძალიან, ძალიან მძიმეა.და ამ ყველაფერს ისიც უფრო ამძიმებს რომ ვიცი საქმე გასაკეთებელია, და მე თავს ვერ ვართმევ.

ძალიან მედარდება ეს ყველაფერი, ზოგადად დეკემბერი - იანვარი მძიმე თვეებია ჩემთვის, მაგრამ ისე დააემთხვა რომ სრული 100% ან უფრო მეტი 200% მობილიზაცია უნდა მოვახდინო და ჩემ თავზე ზევით ავხტე. ძნელია.

4 comments:

Salome Kanario said...

ar miyvars tovli da zamtari, ar miyvars, ara, ara, ara, araaa :S

Keti said...

აქ ისე უჩვეულოდ თბილი შემოდგომა იყო და ახლაც იგივენაირად გრძელდება. იმედი მაქვს, თოვლი არ მოვა კარგა ხანს. არც მე მიყვარს, მარტო ფოტოებზე მომწონს :)

Natalia said...

ღამის თოვლიანი ქუჩები <3

Toma said...

:) me ki mikvars zamtari da tovli, magram mere dnobis procesi ar momcons.