Dec 31, 2012

წლის ბოლო დღე მხიარულად დასრულდა :)

წელი ისე როგორ უნდა დასრულებულიყო რომ რაიმე სასაცილო არ გამეკეთებინა.
დღეს დილას მოვემზადე სამსახურისათვის, წავედი გაჩერებაზე, ველოდე ტრამვაის ასე 15 წუთი. ტრამვაი რომ მოვიდა, სრულიად ცარიელი იყო, ერთი კი გვიფიქრე რა ხდება ნეტათქო მაგრამ გაფიქრება იყო მხოლოდ, მშვიდად ვუსმინე მუსიკას და მივედი სამსახურში.

ორშაბათ დილას, ადრე მივდივარ სამსხურში, იმიტომ რომ ვასწერებ წვიკითხო შაბათ კვირის განმავლობაში რა მოხდა პაციენტებთან დაკავშირებით და ასევე ვახერხებ დღის და კვირის დაგეგმვას. ხოდა რომ მივედი, ცოტა კი გამივკრიად ადამიანის ჭაჭანება რომ არ იყო, მაგრამ გავიფიქრე, მოვლენ გვიანთქო... ხოდა ვკითხულობ, თან ვფქირქობ. ვკითხულობ და ვფიქრობ :D, ბოლოს ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე და გავარდი გარეთ ოთახიდან. ჩემი თანამშრომელი აღმოჩნდა, ბარბრო.

ხოდა ვდგავართ დერეფანში, ბარბრო ძალიან გაკირვებული სახით რომ სამსახურში მნახა, და მეც ძალიან გაკრივებული სახით რომ ბარბროს გარდა არავინაა სამსახურში :D. ხოდა აღმოჩნდა რომ დღეს დასვენების დღეა. მე ჩემი ენთუზიაზმი არ დავმალე და შევთავზე დახმარება, მაგრამ ბარბრომ მაინც გავართმევ თავს მარტოვო თან მაინც არ გადაგიხდიან ზედმეტსო.  ხოდა გამოვიცვალე და წამოვედი სახლში :) ისეთი კარგი იყო გზაში, კაციშვილი არ იყო ქუჩაში. ციოდა და წვიმდა. კი ვერ ვიმუშავე მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად გავისეირნე :)

ახალ წელს როგორ ვხვდები? ბევრი არაფერი. ყველის ასორტი, ორაგულის ხიზილალა და შამპანიური. გოზინაყი მაინც გავაკეთე, ჩემ ქმარს რომ არ ეთხოვა არც ვპირებდი. ჩემი აზრით საჭმლის რაოდენობა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის განწყობა რომლითაც ახალ წელს ხვდები. სხვათაშორის, მხოლოდ დღეს გავიგე რომ გველის წელი ყოფილა. შავი წყლის გველის - ანკარა?  მიყვარს მე შავი წყლის გველები, ბავშვობაში ბევრი მინახავს :) ხოდა იმედია მომვალი წელი კარგი იქნება.

პოსტის ბოლოს კი ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ 2013 წელს! ვიხაროთ და ვიბედნიეროთ :)

7 comments:

Sophie שרה Golden said...

:))) რა კარგია. აქ დღეს არ იყოს დასვენების დღე.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! გოზინაყი მე ერთი კვირის წინ გავაკეთე, მეც ჩემი ქმრის თხოვნით, ისე უყვარს.

Toma said...

gmadlob, shenc aseve.

chemi gozinakidan otxi nacheria darchenili. sul avaortklet gushin :D :D

Keti said...

გილოცავ, ტომა! ბედნიერი წელი გქონოდეს!
მეც ასე მგონია, მთავარი საჭმლის რაოდენობა არ არის, მაგრამ საქართველოში სხვანაირად ფიქრობენ, ბაზარში და მაღაზიებში ხალხი სასოწარკვეთილი იყო საჭმლის გამო :))

Toma said...

mec gilocav keti :)
sasocarkvetili sachmelis gmo da ufulobis gamo romelic am sachmels schirdeba. texavs magrad.

Anonymous said...

tom,bednier axal tsels gisurveb,kovelmxriv kargi tseli kopilikos, Nanuka

Keti said...

მადლობა :)

ზუსტად რომ.

Toma said...

გმადლობ ნანუკა, შენც ასევე გილოცავ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ.