Dec 22, 2012

რამეები ვნახე

მოვედი ამბებით.
პირველ რიგში გავარკვიე რომ ორი თვე მიგრძელებენ კონტრაქტს. ამ ჯერად 65% დატვირთვა ან 26 საათი უნდა ვიმუშაო კვირაში. რათქმაუნდა მაწყობს ასეთი დატვირთვა, იმიტომ რომ მოვასწერბ მასტერის ორი კრსის სწავლას, მართვის მოწმობის აღებას (საბოლოოდ) და კიდევ უამრავ რამეს რომელიც დაგეგმილი მაქვს.

კიდევ დედაჩემს "ვეჩხუბე" (ვიცი რომ კითხულობ ამ პოსტს). არ ვაპირებდი მაგრამ შემომეჩხუბა. კაცო ადამიანი რომ ხარ 60 წლის და სასწაული ჯანმრთელობით არ გამოირჩევი, დაეცემი და გტკივა კისერი, ხელი თუ რაცაა, თანამშრომელებს კი არ უნდა უსმინო (ეგენიც მყავდნენ დიპლომირებული ექიმები) გადაგივლის ტკვილიო, არამედ უნდა წახვიდე ექიმთან! თუ ექიმთან არ მადიხარ, რაღას ლაპარაკობ ასე ცუდად ვარ და ისე ცუდად ვარო? და გვიხეთქავ გულებს? ამიტომაც ვუთხარი - თუ ექიმთან არ წახვალ, არ მაინტერესებს როგორ ხართქო (ვიცი უხეშად გამომივიდა, მაგრამ არანაირი ლაპარაკი სჭრის დედაჩემთან). კი მაინტერესებს როგორ არის, მაგრამ არ შემიძლია უაზროდ ნერვიულობა როცა ადამიანს არ ესმის რომ საჭიროა ექიმთან წასვლა.

ხოდა ასე. ახალი წელი მკიდია და არ მესმის ეს უაზრო აურზაური. გუშინ ისეთი ლამაზი ჟაკეტი ვნახე Peak Performanceის ბრენდის იყო. კიდევ ლამაი სათვალე ვნახე, ვარდისფერი ჩარჩოთი. 200 ევროე მტი ღირდა. კიდევ ლამაზი ჯემპრი ვნახე, აგურებით და ბორდოსფერი.

7 comments:

ნინ გოგ said...

აწი უკვე ბავშვით გაგიხარდება ახალი წელიც და სხვა ბევრი რამეც. იმას რომ გაახარებ ნაძვისხით და მთელი ამბებით, შენც გაიხარებ :)) მე ასე ვარ და რომ დავუკვირდი ვერ წარმომიდგენია, ამხელას მაგის გარეშე რატომ უნდა მიხაროდეს ახალი წელი. ასე კი მიხარია :)

Toma said...

da piriqit an kidev ufro rom gauaresdes ganckoba mere? gadavifiqro bavsvhi tu ra?

Keti said...

რა კარგია, კონტრაქტი რომ გაგიგრძელეს! :)

ჩემი მოკრძალებული აზრითაც ექიმი აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ექიმების მიმართ ნდობა დაბალია ზოგადად.

Sophie שרה Golden said...

ბავშვიო? რა ბავშვი, აბა გვითხარი ხმამაღლა? :) მოიფიქრე საბოლოოდ?

თუ სტკივა, უნდა წავიდეს ექიმთან აუცილებლად!!!
მაგრამ რატომ დაუწყე, კაცო, ჩხუბი, პირიქით უნდა მოეფერო, როცა ადამიანს რაღაც სტკივა და წუწუნს იწყებს, ესე იგი მოფერება და ტკბილი სიტყვა უნდა :)

Toma said...

aranairi bavshvi, nino fiqrobs rom bavshvi cxovebis xaliss da motivacias damibrunebs. me kidev vfirob rom bavshvi mashin unda gaachni roca motivacia da cxovrebis xalisi ukve gakvs.
chemi azirt, bavshvi sacdeli camali araa. romelic an imokmedebs an ara.

dedachems rac sheexeba araferi ar chris masze. arc tkbili sitkva, arc chxubi. ertaderti rac chris gabutvaa da mere idzulebuli xdeba cavides. magram amjerad gadavckvite agar avkve mis taamahebs. vnaxot ra ikneba.

ნინ გოგ said...

მაგას არ ვფიქრობ,რომ რამეს დაგიბრუნებს, არამედ ახალს გაგიჩენს. ბუნებრივი პროცესია, არაა საცდელი ტესტი. აუცილებელი ნამდვილად არაა. ზოგს არ ყავს შვილი,მაგრამ სრულფასოვნად ცხოვრობს.

Toma said...

ki mesmis rasac ambob, magram ver vbedav fro emti pasuxismgeblobis agebas. jer rac makvs agebuli imas mehsin tavs ver vartmev ise rogorc sachiroa.