Dec 11, 2012

ბოლის გამოშვების პოსტი

დღეს სამსახურის ბოლოს "სასიამოვნო სიურპრიზი" დამხვდა, კერძოდ კი ე.წ. გადახრა. ანუ რა მოხდა. ერთ პაციენტს, პირველივე დღეს შევხვდი თუ არა სჭირდებოდა ინვალიდის სავარძელი რომელიც დაწეული იქნებოდა. სტანდარტულ ზომებზე სავარძელი საშუალო სიმაღლის მოდის ჩვენთან, და მერე ჩვენ ან ვამაღლებთ ან ვწევთ, ხოდა მეც უნდა დამეწია. დავწიე ეს სავარძელი და პაციენტი მეორე დღეს სხვა ოკუპაციურ თერაპევტს გადავაბარე, იმან კიდევ მომდევნო დღეს კიდევ სხვას. ბოლოს ეს პაციენტი გაწერეს აკუტ განყოფილებიდან, და გაუშვეს ნევრო რეჰაბ ჰანყოფილებაში. ე.წ. გადახრაც სწორედ იმ ნევრო რეჰაბიდან მოვიდა.

ოკუპაციური თერაპეტი რომელმაც პაციენტი მიიღო დაწერა წერილი ჩვენს განყოფილებაში რომ სავარძელი არ იყო სწორად დაწეული, რომ განსხავავება წინა ბორბლებს შორის იყო 5 მმ. ძალიან, ძალიან გავნერვიულდი. სიმართლე რომ გითხრათ წერილის გამო არა იმიტომ, რომ ჩემს გარდა, ძალიან გამოცდილმა თერაპევტებმაც მიიღეს მსგავსი წერილი. გავნერვიულდი იმის გამო რომ ასეთი რამ დამემართა, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე სავარძლის დაწევაზე, მაინც გაიპარა სადღაც. ახლა რომ ვფიქრობ, მგონია რომ სწორედ მქონდა დაყენებული ბორბლები, მაგრამ ბოლტები ვერ დავუჭირე ერთ ერთზე კარგად, და სიმძიმის გამო ერთ ერთმა ბორბალმა მდგომარეობა შეიცვალა ნახევარი სანტიმეტრით.

არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ იმიქმედებს ჩემზე. ჩემი ქმარი ამბობს რომ ნორმალურია შეცდომა დაუშვა როცა ადამიანი მხოლოდ 4 თვეა მუშაობ. გულის სიღრმეში მეც ვეთანხმები მაგრამ მაინც არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ (მერე რა რომ ავადმყოფის ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა). არ ვიცი, სამსახურში ისეთი სიტუაციაა რომ იმის დროც არ არის რომ დაჯდე და წაიკითხო, გაერკვიო კარგად ყველაფერში. გადარბენაზე ვართ და მოსწრებაზე. იმის ნაცვლად რმ განვითარდე, ხანდახან მგონია რომ სამსახური ბევრად უკან მწევს, და ეს  სიტუაცია ძალიან მაშინებს და მადარდებს.


6 comments:

Keti said...

ასეთი მნიშვნელოვანია 5 მმ?!
მთავარია, პაციენტს ყველაფერი რიგზე აქვს და მეც ვეთანხმები აზრს, რომ შეცდომა შეიძლება მოგივიდეს, რამდენი ხანიც არ უნდა მუშაობდე.

Anonymous said...

rogorc chans mnishvnelovania torem smgavs cerils ar gaashanshalebdnen.
5 cali mgavsi cerili movida am tveshi chveni gankofilebis - strokeis saxelze

ნინ გოგ said...

მე ამ ისტორიაში მხოლოდ კარგს ვხედავ. ასეთი მცირე შეცდომა, თან დასაწყისში, თითქმის გარდაუვალია. მთავარი ისაა, როგორი სისტემაა, რა ამბავი ატყდა მილიმეტრებზე!

irina iri said...

სწორედ მასეთ დროს სწავლობ და ვითარდები ადამიანი, პრაქტიკაში, შეცდომა კი ყველას მოდის.

Keti said...

ჰო, მეორე მხრივ კარგია, რომ ასე ყურადღებით არიან და არა ისე, როგორც ჩვენთანაა. ასეთ დროს ექიმების იმედი და ნდობა გექნება.

turi said...

saintereso blogia