Nov 5, 2012

სიხარული გადამდებია

დღეს სამსახურში ისეთ უცნაურ შემთხვევას შევესწარი.
ჩემი განყოფილების კარებში, მეორე განყოფილების ექთანი შემოვარდა, ხტუნავ ხტუნავით, თან რაღაცას გაჰკიოდა და ხალხს ეხვეოდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ სხვა ექთანს ვესაუბრებოდი.

იშვიათად ხედავ მსგავს სიხარულს ინსულტის აკუტ განყოფილებაში. ხოდა ვერ მოვითმინე და ვკითხე რა ხდებათქო, ხოდა ამ გოგომ ისევ დაიწყო კივილი - ორსულად ვარ დღეს გავიგეო, თან ვყელას გვეხუტებოდა :)

ყველას ისე გვიხაროდა მასთან ერთად, გეგონება მხოლოდ ამ გოგოს ბავშვი კი არა, მთელი 134 და 135 განყოფილებების ბავშვი ჩნდება სულ რაღაც 8 თვეში :)

4 comments:

Sophie שרה Golden said...

რა მაგარია. რა კარგია ასეთი სიხარულიანი ამბები. მეც კი გამიხარდა.

Da-v-iD said...

:) კი, მთქნარებაზე მეტად გადამდებია :)

Keti said...

რა მაგარია! გულწრფელი სიხარული ძალიან გადამდებია, მეც გამეღიმა ახლა... :)

Toma said...

hooo, mec rom vxedav am teqsts isev megimeba :)