Oct 9, 2012

რამდენი დაფიქრება მართებს ადამიანს

ერთი პაციენტი მყავს, დემენციური დაავადება სჭირს + ფსიქოზური გამოვლენები და აკვიატებული ფიქრები რომ ცოლი ღალატობს და მისი თავიდან მოცილება უნდა. ისე ძალიან საყვარელი კაცია, შფოთავს და დადის სულ აქეთ იქით, დღესაც კარებთან იდგა და სახლში "მიდიოდა" როცა მე, ჩემი პირველ კურსელი სტუდენტი და ექიმი შვხვდით. ვწერ დაახლობით იმ მოკლე დიალოგს რომელიც ექიმსა და პაციენტს შორის გაიმართა:

ექიმი: სად მიდიხარ?
პაციენტი: სახლში.
ე: ჯერ ვერ წახვალ სახლში იმიტომ რომ უნდა გადავწყვიტოთ რა და როგორ იქნება სახლში.
პ: ჩემი ცოლი სახლშია და  ის მიხედავს ყველაფერს.
ე: შენს ცოლს ვესაუბრე და დახმარება უნდა. ვერ მოგხედავს. უნდა გადავწყვიტოთ რომ რამე დროებით ასცხოვრებელში იცხოვრო ხოლმე რამოდენიმე კვირა, მერე ისევ სახლში და ცოლი მოგხედავ.
პ: ჩემმა ცოლმა დაგირეკა და ჩემი თავიდან მოცილება უნდა.....

საწყალ კაცს, ფერი გადაუვიდა. იფიქრა ახლა კი გამართლდა ჩემი ეჭვებიო....

2 comments:

Keti said...

საწყალი :(
შეიძლება ისეც ეჭვიანი იყო ცოლის მიმართ და ახლა მოემატა

Toma said...

ho. ki iko echviani. avadmkofobis shedegad