Oct 5, 2012

მორიგი კვირაც ჩაილია

დამთავრდა ჩემი მორიგი სამუშაო კვირა და ამით ჩემი ოფიციალური გამოცდილების მესამე თვემაც ჩაილურის წყალი დალია :) დრო ისე სწრაფად გარბის, ორშაბათი დამთავრებული არ მგონია რომ უკვე პარასკევია.

ამ კვირას მეტ ნაკლებად "სიმშვიდე" მქონდა განყოფილებაში. რადგან ჩემი კოლეგა ინსულტის ფორუმზე იყო წასული, მისი პაციენტების მე მებარა და საბოლოო ჯამში 9-10 პაციენტზე ვიყავი გადანაწილებული. რათქმაუნდა ყველა მათგანს არ ვხვდებოდი. მხოლოდ რამოდენიმე მყავს რომელტაც ყოველდღიური ვარჯიში სჭირდებათ, ზოგი ძალიან ავადმყოფია ინსულტამდე, ყველანაირი დამხარება აქვთ და ოკუპაციური თერაპიაც არ სჭირდებათ.


ამ კვირას სასიამოვნო სიურპრიზი მივიღე ერთი პაციენტისაგან. ყვავილების 50 კრონიანი კუპონი მაჩუქა. ჯერ მინდოდა კუპონის ფულზე განაღდება მაღაზიაში, მერე ფუნთუშების ყიდვა და თანამშრომლების დაპატიჟება, მაგრამ არ გამინაღდეს და მომიწია ყვავილის ყიდვა. პატარა, ნარინჯისფერი კალანხოე ვიყიდე. სამსახურში, ფანჯარაზე დევს და ცდილობს მზის ფუნქცია შეასრულოს და ცოტა გამომაფხიზლოს როცა ოთახში ვარ. აი ზუსტათ ასეთია

ჩვენთან, ზოგი პაციენტი და მათი ახლობელი ძალიან ზრუნავს პერსონალზე, და გვასაჩუქრებენ ხოლმე  შოკოლადებით, ტორტით ან კიდევ ყვავილებით. მაგალითად გასულ კვირას ვოლვოს დირექტორისაგან ძალიან კარგი შოკოლადები მივიღეთ, იმდენი იყო რომ მთელ განყოფილებას ეყო :D :D ვოლვოს დირექტორისაგან ალბათ ნაკლები არც იყო მოსალოდნელი.

მორიგი შემოდგომის სურათი. 

ახლა კი დასვენების დროა :) 

პ.ს. წუწუნი: ამდენს დავდივარ, სულ ფეხზე ვარ და სართულ სართულ დავრბივარ მაგრამ მაინც ვიმატებ წონაში. ჯანდაბა რა. სულ აღარ უნდა ვჭამო ტკბილეულ/ცომეული. ასაკთან ერთან ნივთიერებათა ცვლაც ნელდება, შესაბამისად წონაც იმატებს :(

3 comments:

ნინგოგ said...

შემოგევლე შენ და შენს პოსტებს! <3 <3 <3 ძალიან ვისიამოვნე :****

Keti said...

როგორ მომეწონა ყვავილი. ძალიან პოზიტიური ფერია და მართლაც, მზის ფუნქციას შეასრულებს :)

მე მგონია სამსახურის შოკოლადების ბრალია ეგ მომატება :)

Toma said...

keti - samsaxurshi ki aris shokoladebi, magram ar vcham xolme :D