Oct 4, 2012

კიდევ ერთი პაციენტი

ჩემს წინა პოსტებში ვწერდი, რომ სამსახურში ერთ ერთი მოვალეობაა პაციენტის საავადმყოფოდან გაწერამდე ე.წ. პაციენტის მომავალი რეაბილიტაციის დაგეგმარება. ამ დროს ერთმანეთს ვხვდებით საავადმყოფოს მხირდან: ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ექთანი, პაციენტი და მისი ახლობლები, კომუნის მხრიდან კიდე პაციენტის სოციალური დაგეგმარების წარმომადგენელი, ხანდახან ექთანი და ოკუპაციური თერაპევტი. დღესაც ერთ ერთი ასეთი დაგეგმარბა გვქონდა.

ჩვენი პაციენტი ღმად მოხუცებული, მაგრამ ყოჩაღი კაცი იყო. მისი შვილი თავიდანვე იმ განწყობით მოვიდა რომ არ უნდოდა მამის პირდაპირ სახლში დაბრუნება, იმიტომ რომ ფიქრობდა ის ჯერ კიდევ საჭროებდა რეაბილიტაციის პერიოდს და საჭირო იყო დროებით საცხოვრებელში გადაყვანა სე 2-3 კვირით, და მხოლოდ მერე სახლში. ყელაზე მეტად რაც ამ შეხვედრაზე გამიკვრდა იყო ის რომ ფიზიოთერაპევტი დარწმუნებული იყო ეს მოხუცი თავს გართმევდა სახლში ყოფნას დახმარებით, რადგან ამ მოხუცს შეეძლო სიარული. ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ აქვს, როცა ადამიანი რომელიც ბევრი წელია მსგავს პაციენტებთან მუშაობს დარწმუნებულია - თუ პაციენტს სიარული შეუძლია, მაშინ შეუძლია სახლში დამხარებით ცხოვრებას გაართვას თავი.

მე როგოც ადამინი, რომელიც ფიქრობს რომ პაციენტისავის ბოლომდე უნდა იბრძოლო, იმისატვის რომ ყველაფერი ისე მოხდეს როგორც პაციენტს სჭირდება, როლებში შევიჭერი და უამრავი მაგალითი მოვყევი სადაც პაციენტის კოგნიტურ და ფსიქიკურ ფუნქციებზე ვსაუბრობდი. ბოლოს, ბევრი ლაი ლაის შემდეგ, გადაწყდა რომ პაციენტი მიიღებს მოკლე ვადიან საცხოვრებელს. ძალიან გამიხარდა, და კიდევ უფრო გამიხარდა როცა მისი შვილი მოვიდა და ძალიან გულითადი მადლობა გადამიხადა "ბრძოლისათვის".

ზოგჯერ რა ცოდა ყოფნის ადმაიანს მოტივაციისათვის, ბედნიერებისათვის და შფოთისთვის. იმის ნაცვლად რომ კარგ ხასიათზე ვიყო, მთელი საღამოა იმას ვფიქრობ, რა მეშველება კონტრაქტი რომ დასრულდება. 

3 comments:

ნინგოგ said...

ყოჩაღ !

Keti said...

რა ბედნიერებაა, როცა ექიმი ასეთია. ჩვენთან ფუფუნებაა, იბრძოლოს ვინმემ პაციენტის ინტერესებისთვის.

Toma said...

nino - gmadlob
keti - chem saqmeshi an tavdadebuli unda iko pacentebistvis, an samushaos unda daanebo tavi. sxvanairad upralod a rgamova chemi azrit.