Oct 25, 2012

თვითშემოქმედებას მოვეშვი

....და ჰათჰა იოგის კურსზე ჩავეწერე. სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს თვითშემოქმედებამ მუხლის გვერდითი ლიგამენტები დამიზიანა.

ხოდა გუშინ პირველ გაკვეთილზე ვიყავი. ოფისი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სამსახურიდან სულ 30 წუთის სავალზე :). ამ შენობაში არც ფანჯრებია და შუქიც არსაიდან შემოდის, ვერც შემოვა იმიტომ რომ ადრე ღამდება მაგრამ მაინც. ხოდა დიდი დარბაზია, ასე 50 კაცამდე დაეტევა. ერთი საათი კიდია და ჩემდა საუბედუროდ, პირველივე გაკვეთილზე იმ საათის ქვეშ გავიშალე ჩემი ხალიჩა. მთელი სამოცი წუთის განმავლობაში, საათის წიკწიკზე უფრო ვიყავი ორიენტირებული ვიდრე იმაზე რასაც მასწავლებელი ამბობდა :D :D ამ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ.  ჩვენი მასწავლებელი, წარმოშობით ინდოელია, და ისე საყვარლად საუბრობს შვედურად, სანაძლეოს ჩამოვალ ნებისმიერ შვედს გაუჭირდება ასე საყვარლად თქვას ისუნთქეთო. შვედური ინდური აცენტით ძალიან ლამაზი ყოფილა.

მე კიდევ მიჭირს... ვერ გადავანაწილე ყურადღება საათის წიკწიკს, სხეულის პოზიციასა და მასწავლებლის სიტყვებს შორის :D :D. საათის წიკწიკი განსაკუთრებით საშინელება იყო.

გაკვეთილის შემდეგ ძალიან დამშვიდებული წამოვედი. ზოგადად დავასკვენი რომ იოგა ძალიან მეხმარება სიმშვიდის მოპვებაში, ამავდროულად ენერგიით მავსებს. იმედია ჩემი კონცენტრაციის და ყურადღების უნარიც გაუმჯობესდება ნელნელა. ხოდა, ის უნდა დამეწერა, მეგონა კარგდ ვაკეთებდი სხვადსხვა ასანებს, მაგრამ ძალიან ვცდებოდი თურმე. ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებდი ჩემი თვითშემოქმედების განმავლობაში :)

3 comments:

Keti said...

რაღაცებს მეც ვაკეთებ ხოლმე და თან მეშინია, კისერი არ მოვიტეხო :) რა თქმა უნდა, მასწავლებელთან ჯობია... წარმატებები, ტომა!

Toma said...

ფრთხილად იყავი, შენც იცი, ცოტა უსიამოვნო შეგრძნება თუ გექნა უნდა შეწყვიტო ვარჯიში ან ინტენსივობა შეამცირო. მე არ მივაქციე ამას ყურადღება და იმიტომაც მტკივა მუხლები.

Keti said...

ჰო, გავითვალისწინებ... ბოლო დროს ისეც აღარ ვაქტიურობ. თუ მოვიმატე, მაშინ უფრო ვაკეთებ ხოლმე :)