Oct 20, 2012

ასეთი უნიჭი თუ ვიყავი მართლა არ მეგონა!

დიდი ხანია ჩემი მანქანის ტარების ისტორიები არ დამიწერია, და დროა დავწერო.
საქართველოდან რომ ჩამოვედი ავტოსკოლიდან გამოვედი და სახლში, მხოლოდ ჩვენ ავტომატ მანქანას ვატარებდი. ასე ორი თვე მხოლოდ ავტომატი ვატარე - ავტობანზეც და შედარებით პატარა გზებზე. ასე თუ ისე კმაყოფილი ვიყავი მეც, ჩემი ქმარიც და ჩემი ქმრის მშობლებიც (რამოდენიმეჯერ ვატარე ისინი) კი, რომლებიც თავიდან არ მიჯდნებოდნენ მანქანაში. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ....

ორი კვირის უკან, სამსახურთან ახლოს არსებულ ავტოსკოლაში ჩავეწერე. ბევრი ფიქრის შედეგ გადავწყვიტე რომ სადაც ამდენი ფული უკვე გადავიხადე, ჯობია მანუალის მოწმობა ავიღო, შესაბამისად სწავლა და ინსტრუქტორი მჭირდებოდა. ხოდა ჩემი აქამდე, ნაკუწ ნაკუწებად შეკოწიწებული თვითშეფასება სულ რაღაც ორ გაკვეთილში  საერთოდ დაიშალა.

რას ვიფიქრებდი, რომ სულ რაღაც ორ თვეში რაც ვიცოდი ისიც დამავიწყდებოდა?? ჯერ უნდა ავღნიშნო რომ ტარება უკვე სულ სიბნელეში და წვიმაში მიწევს. გუშინ მაგალითად მარცხნივ მოხვევა უნდა გამეკეთებინა, ვერ დავინახე სად ვუხვევდი და შემხვედრ მხარეზე გადავედი. ჩემმა მასწავლებელმა რომ დაატორმუზა ჯერ საშნლად შემეშინდა, მეგონა ვინმე გვეჯახებოდა, მაგრამ მერე მივხვდი რომ მე დავუშვი დიდი შეცდომა. ძალიან ცუდად გავხდი, ძალიან. მერე უკან რომ ვბრუნდებოდით, გზაჯვარედინზე მწვანეზე დავიწყე მოძრაობა და ვიღაცა, რომელსაც წითელი ქონდა ანთებული, გზაზე გადმოვიდა. ძალიან, ძალიან შემეშინა. გაკვეთილის ბოლოს, საერთოდ მკვდარი ვიყავი. შეშინებული და ყოველგვარი მოტივაციაც დაკარგული მქონდა.

მერე ვისაუბრეთ ინსტრუქტორთან. მითხრა რომ უნდა შევეშვა ავტომატის ტარებას, იმიტომ უკვე აშკარაა რომ ჩემი ფეხები და ჩემი მართვა უკვე ავტომატზეა აწყობილი, ეს კი მხოლოდ ხელს შემიშლის მანუალის სწავლაში. მითხრა რომ მაქვს შანსი მანუალის მართვის მოწმობის აღების, რომ ჩემი პრობლემები უფრო ფსიქოლოგიურია ვიდრე სხვა ყველაფერი. მკითხა - გსიამოვნებს მანქანის ტარებაო? მეც ვუთხარი ალალად - არათქო. ხოდა ამაშია სწორედ პრობლემაო. მოტივაცია უნდა ვიპოვოთ, თორემ ეს ყველაფერი დროის და ფულის წყალში გადაწყრაოო. ხოდა ვეძებ მოტივაციას, ვეძებ და ვერ ვიპოვე.

გუშინდელი გაკვეთილის მერე, დაახლობით 4 კილომეტრი ფეხით ვიარე. ჩემმა შოკმაც ნელ ნელა გადაიარა. მიყვრას სიარული, ძალიან მიყვარს. ერთადერთი საშუალებაა რომელიც მეხმარება სტრესის დაძლევაში, თავის კარგად გრძნობაში, ფიქრში. ხოდა რ გასაკვირია მანქანის ტარება თუ არ მაინტერესებს?

4 comments:

Anonymous said...

Toma, merwmune yvela "unichobit" viwyebt. gamonaklisi arc me viyavi, ase rom it's very much, very ok thing to do :)))

mec shensavit fexit siarulis moyvaruli var,miuxedavad imisa rom tareba vici da shemidzlia manqanit viaro. public transportation forever! :) ertaderti zamtari magitom ar miyvars -20 gradusshi ver vaxerxeb chems gemoze "seirnobas" ))

darwmunebuli var, male didi progressi geqneba. practice makes perfect.


H.

Toma said...

ძლივს ერთი ჩემნაირი გამოჩნდა.
მართვის მოწმობა სამსახურისთვის მჭირდებ თორემ არც ვაპირებ ისე გამოყენებას. ქალაქში მანქანით სიარული არ მიზიდავს საერთოდ.

შენი არ იყოს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მეც ვერ ვახერხებ გემოზე სიარულს, მაგრამ ხანდახან ძალიან თბილად ვიცმევ ხოლმე და მაინც დავდივარ. პეტერბურგში მაგალითად -35 გადუსზე მისეირნია 4-5 კლიმეტრი სახლიდან უნივერსიტეტამდე (ქარი როცა არ იყო).

ველოდები პროგრესს და ვნახოთ აბა.

შენ რას შვები? როგორ იმუშავე ამ ზაფხულს? დაგეწყო სწავლა? როდის რჩები? მერე რა გეგმები გაქვს?

Keti said...

არ შეუშინდეე! თავიდან მეც რამდენჯერმე დავკარგე თვითშეფასება, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ოღონდ ავტომატიკა არასდროს მიტარებია და არ ვიცი ეგ გადაწყობა–გადმოწყობის ამბები. იმედია, ძალიან არ განსხვავდება.
სანამ შეშინებული ხარ, არ გესიამოვნება ტარება, მერე და მერე გაგიჩნდება ეგ გრძნობა, როცა თავდაჯერება მოვა.

Toma said...

გმადლობ გამხნევებისათვის.
ძალიან არ განსხვავდება, მაგრამ ავტომატიკა ისეთი ადვილიააააა, ისეთი :)