Oct 18, 2012

პუფ სოკო უძახე და ... :D

პირველად ეს სოკო ერთი კვირის უკან ვნახე. სავსე იყო მდელო. იმდენი იყო იმდენი რომ ერთ ქორწილს ეყოფოდა. სურათი გადავიღე და სასწრაფო წერილი ვაფრინე ჩემი ქმრის მამასთან რომელიც ექსპერტია სოკოებში :)

ხოდა ჩემი ქმრის მამამ პუფ სოკოა და შეიძლება მათი ჭამაო, მაგრამ უნდა შეამოწმო. რომ გადახლიჩავ შიგნით ქათქათა თეთრი უნდა იყოსო. მეც მეტი რა მინდოდა, დღეს იგივე გზაზე რომ მოვხვდი, ასე 6-7 ცალი მოგლიჯე და სათუთად წამოვიღე სახლში :) (თან არ დაგავიწყდეთ რომ დღეიდან 7-8 კილოიან ზურგჩანთას ვათრევ  )
მოკლეთ, მოვედი სახლში, გავასუფთავე, დავჭერი და კარაქში შევბრაწე, მერე კვერცხი მოვასხი და კიდევ შევბრაწე და მივირთვი. ხოდა რატომ ვწერ ამ პოსტს, ჯერ კარგად ვარ, მარამ უახლოს მომავალში თუ არ გამოვჩდნი პუფებს დააბრალეთ :D :D

პ.ს. ისე გემოზე დიდი არაფერი. შეიძლება მე ვერ მოვამზადე კარგად?! ფაქტია, მეორედ მოკრეფის სურვილი ნაკლებად მაქვს :)

2 comments:

Keti said...

ამდენი სოკო ბუნებაში ერთად არასდროს მინახავს!

Toma said...

ეს კიდევ ალაბათ 25 % იმისა რაც იქ ხდებოდა :D ძალიან ბევრი სოკოა, ძალიან. ჩემი ქმრის მამამ მითხრა, ამ პუფებზე მამიდან შვილზე გადადიოდა ცოდნა მათი ადგილსამყოფელის შესახებ, იმიტომ რომ სულ ერთ ადგილას ამოდის და ყოველთვის უხვი მოსავალი აქვთო :)