Oct 17, 2012

გამარჯობა შენი მყინვარწვერო!

მყინვარწვერისათვის ვარჯიში დავიწყე.
ჩანთაში წყლით სავსე ბოთლები ჩავიწყვე - 6 ლიტრი. შევეცდები ამ ბოთლებით რაც შეიძლება ბევრი ვიარო.

ეს ჯერ დასაწყისია, მერე კიდევ უფრო გავართულებ ვარჯიშს და სიმძიმით დატვითვასაც. გაკვეთილი კი უკვე ნასწავლი მაქვს, უცებ ბევრს დავიტვირთები და აქილევსის მყესის პრობლემა გარანტირებული მქვს. ეს კი ნამდვილად არ მინდა.

ჩემი ქმარი, "მხიარულად" უდგება ჩემს აკვიატებას. ჰგონია რომ დროებითი გატაცებაა. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე არაა. დიდი ხანია მინდა ასვლა, და უკვე მოვმწიფდი იმისათვის რომ ამ ბუმბერაზ მთას შევხვდე და ვუთხრა - გამარჯობა შენი მყინვარწვერო.

2 comments:

Keti said...

რა მაგარია. მიყვარს ასეთი მიზანმიმართული ხასიათი! ჰოდა, აუცილებლად მიესალმები, მჯერა :)

Sophie שרה Golden said...

რა მაგარია!!!! მიესალმები აუცილებლად და სასწაულად ველოდები შენი და მყინვარწვერის შეხვედრას :)