Oct 16, 2012

მყინვარწვერი

თონის პური მომენატრა.
ასევე კარგი ხინკალი, ამ ჩამოსვლაზე მხოლოდ ერთხელ ვჭამე კარგი ხინკალი და ისიც მადლობა წვიმას რომელიც უცებ დაიწყო და ჩემ პატარა ძმის შვილს რომელსაც წვიმაში ვერ გავაჩერებდით.

ამ წელს რაღაც ვერ მოვიარე საქართველო ჩემ გემოზე. დიდი შეცდომა დავუშვი: წინასწარ მხოლოდ ერთი რამ მქონდა დაგეგმილი - იმერელი ნათესავების ნახვა და ბებიის საფლავზე გასვლა. დანარჩენი კი დინებას მივყვებოდი და სხვის ინიციატივას ვეყრდნობოდო, თავად ნაკლები ინიციატივა გამოვიჩინე, ყველაფერში.  დროც არ მქონდა ბევრი, მხოლოდ სამი კვირა.

მყინვარწვერის სურათი ამოვბეჭდე და სამსახურში კომპიუტერთან გავაკარი. მინდა მყინვარწვერზე ასვლა, მაგრამ თავს ვერ ვაბავ ვარჯიშს. დამალვა ყვარებია ზაფხულობით მყინვარწვერს. მხოლოდ, დილით ადრე სჩანსო. შემდეგ კი ნისლში და ღრუბლებში იმალებაო (ჰუგ). ხანდახან ასე მგონია, რომ  ცოცხალი არსებაა მყივარწვერი. მიყვარს.

2 comments:

ჩორვენი said...

ცოცხალია ცოცხალი. მთა სუნთქავს და გრძნობს , ნამდვილად !

Toma said...

mec mase mgonia.
yofilxar mag modamoebshi?