Oct 13, 2012

სიბერის მეშინია

არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ქმრისაც.

გუშინ წინ საავადმყოფოში მორიგი დაგეგმარება გვქონდა. ამჯერად ძალიან საყვარელი პაციენტი გვყავდა (წინა პოსტშიც ვწერდი მასზე). ალცჰეიმერის დაავადება ქონდა ამ კაცს და ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოლი უვლიდა. სრულიად იყო ცოლზე დამოკიდებული, სულ მას დასდევდა კუდში (სახლიდან არ უშვებდა და თუ ცოლი იძულებული იყო გასულიყო, სალხში მოსვლისას ეჭვინობის სცენებს უმართავდა.)

დაგეგმარებაზე ცოლიც მოვიდა, ასევე მოხუცი და საშინლად დაღლილი, გადაღლილი. მისი მიზანი იყო, რომ ქმარს თვეში 1-2 კვირა სპეციალურ საცხოვრებელში ეცხოვრა და დანარჩენი დრო კი სახლში მასთან. ამ 1-2 კვირის განმავლობაში ცოლი ცოტა დასვენებას მოასწრებდა და ახალი ძალებით შეუდგებოდა ქმრის მოვლას.

 ჩვენ არ შეგვეძლო მოხუცის დროებით საცხოვრებელში გაგზავნა თუ ის თავად არ დათანხმდებოდა ამაზე. შესაბამისად ვკითეთ კიდეც უდოდა თუ არა 1-2 კვირით სპეციალურ საცხოვებელში ცხოვრება, და დანარჩენი დრო კი სახლში ცოლთან ერთად ყოფნა. თავიდან კი გაიკვირვა, მართლა ასე ცუდად ვარო. მაგრამ მერე კი დათანხმდა, შემიძლია ვთქვა რომ ადვილადაც კი დათახმდა და ამზე ცოლის რეაქციამ იმეტყველა.

ცოლ ქმარს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით კი როცა ერთი მეორეზე სრულიადააა დამოკიდებული, ძალიან რთულ და მრავალ დონეზე გადის. ცოლმა გაიკვრვა, მართლა თანახმა ხარო? ჩემთან არ იქნები და ვერც მე ვიქნები შენ გვერდითო, ამ კაცმა კი უპასუხა თუ მართლა ასე ცუდად ვარ მაშინ კიო. ცოლი კიდევ არ გაჩერდა, და კიდევ რამოდენიმეჯერ ჩაეკითხა, კიდევ ჩაეკითხა. ბოლოს ექთანმა გააჩერა. ასე მგოცნია, ქმარი რომ დათანხმდებოდა იცოდა ცოლმა, მაგრამ არ ეგონა ასე ადვილად თუ დათმობდა ცოლს, რომლის გარეშეც ერთ ნაბიჯს არ დგავდა. ცოლმა, ფაქტიურად ერთ ცუთში დაგარგა მისი მნიშვნელობა, და მისი როლი. რგორც ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი ქმარი ეყრდნობოდა, სჯეროდა.

სიმართლე გითხრათ ძალიან მძიმე დაგეგმარება იყო. მიუხედავად იმისა რომ ის შედეგი მივიღეთ რაც გვინდოდა ანუ დროებითი საცოვრებელი, გონებაში მაინც ადმიანური ტრაგედია დამრჩა. სიბერით და უსუსურობით გამოწვეული ტრაგედია.

2 comments:

Keti said...

რატომ არ აუხსნა ცოლმა, რომ საკუთარი ძალების მოსაკრებად უნდოდა ეს . შეეძლო მეტი ტაქტით მოქცეულიყო. შემეცოდა ის კაცი :(
მეც მეშინია სიბერის, რადგან ადამიანი მაინც მარტოა, ვინც არ უნდა ჰყავდეს გვერდით. ასე მგონია. სამწუხაროდ, სიბერეში მშობლები აღარ არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, ვისაც ყველაზე მეტად შეიძლება დაეყრდნო.

Toma said...

ki auxsna magram ver gaigo.

getanxmebi simereze da mshoblebze