Oct 10, 2012

ორი მნიშვნელოვანი გაკვეთილი...

რომელიც ბოლო კვირაში ვისწავლე ჩემ ორ პაციენტს უკავშირდება. ორი შეცდომა?! შეიძლება შეცდომა, შეიძლება გამოუცდელობა, ან კიდევ რამე სხვა.

პირველი პაციენტი სახლიდან მოვიდა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა სახლში, კომუნალური დამხარების ხარჯზე ცხოვრობდა. ასე თუ ისე, კმაყოფილი იყო, ასე თუ ისე თავს ართმევდა ყოველდღიურობას და რაც მთავარია დამხარე საშუალებების გარეშე გადაადგილდებოდა. საავდმყოფოში ყოფნის დროს, ჩვენმა ფიზიოთერაპევტმა გამოუწერა სპეციალური დამხმარე საშუალება, ადვილად რომ შესძლებოდა გადაადგილება. მე კი გავაკეთე მისი სახლის ადაპტაცია, რომ ოთახებს შორის ადვილად შეეძლოა გადაადგილება. დონეების სხვაობებზე, სპეციალური რამპები დააგეს მუშებმა.

რაში მდგომარეობს შეცდომა?! პაციენტს დამხმარე საშუალება არასდროს გამოუყეებია სახლში, ჩვენ ეს საშუალება მივეცით, მოვახდინეთ სახლის ადაპტაცია და პაციენტი სახლში გავუშვით (ხვალ მიდის) ისე რომ არ კი გვინახია როგორ ფუნქციონირებს ის თავის სახლში - ახალი დამხმარე საშუალებით.  კდიევ კარგი, კომუნალურ დონეზე გვყავს ოკუპაციური თერაპევტები. სამუშაოდან წამოსვლამდე დავურეკე, და ვთხოვე რომ ენახა პაციენტი და რეაბილიტაციის გეგმა შეედგინა. ჩემამადე არ დადის აქამდე როგორ მივიყვანე საქმე. მაგრამ კარგი გაკვეთილია, მომავალში რომ გავითვალისწინებ!! რაში მდგომარეობს გაკვეთილი? მიუხედაად იმისა რომ დამხმარე საშუალება ჩემი გამოწერილი არ იყო, მაინც უნდა მეფიქრა როგორ მოხდებოდა მისი გამოყენება! შესაბამისად - სხვადასხა პროფესიებიდან გამომდინარე უნდა დავიყო ფიქრი!

მეორე პაციენტი ქუჩიდან მოიყვანეს. ძირს დავარდა და გონება დაკარგა. ამ პაციენტს გამოკვლევების შემდეგ დაუდგინდა რომ ტუმორი ქონდა თავში და მისი უცნაური სიპტომებიც, მათ შორის მეხსიერების და ყურადღების ნაკლებობა სწორედ ამ ტუმორის ბრალი იყო. საბედნიეროთ თუ საუბედუროთ, ამ პაციენტმა მიიღო მოკლევადიანი საცხოვრებელი და ამაში ჩემი დამსახურება დიდია, იმიტომ რომ კოგნიტურ სირთულეებზე განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება. თითქოს მეც და პაციენტიც კმაყოფილები უნდა ვყოფილიყავით მაგრამ...ასე არ მოხდა.

პაციენტი ვერ ღებულობდა გდაწყვეტილებას, და მოკლევადიანი საცხოვრებელი ერთ ერთი გამოსავალი იყო. ახლა რომ ვფიქრობ, მას სახლშიც შეეძლო ყოფნა თუ დახმარების საკმარის რაოდენობას მიიღებდა. რაში მდგომარეობს შეცდომა? ჩემი ემპათია სიმპათიაში გადაიზარდა. ძალიან საყვარელი პაციენტი იყო, და მისი დაცვა ნამეტანი მომივიდა. ახლა რომ ვუფუქრდები ვრწმუნდები რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი, თორემ კოგნიტური ფუნქციები პირველს უფრო შეზღუდული ქონდა ვიდრე ამას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პიველი პაციენტი არ მომწონდა. არა უბრალოდ, მის მიმართ ემპათია მქონდა და ასევე დარმწუნებული ვიყავი რომ მისი დედაზე გადაყოლილი შვილები, დედისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. ეს მეორე პაციენტი კი სულ მარტო იყო. რაში მდგომარეობს გაკვეთილი? არ ავყვე ემოციებს. ზოგადად ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ, კოლეგებთან და პაციენტებთან მიმართებაში, მაგრამ ხანდახან კი ძელია უფრო "ახლობლურად" არ მიუდგე პაციენტს, განსაკუთრებით კი თუ ეს უკანაკნელი სრულიად მარტოა. რაღაცნაირი, სუსტის დაცვის ინსტინქტი ამუშავდება ხოლმე.

No comments: