Sep 18, 2012

ფაქტი, რომლის ნეგლეგირება შეუძლებელია!

დღეს, სამსახურიდან რომ მოვედი ცოტა ხანი ვიჯექი, მერე ვეღარ გავძელი და დასაძინებლად წავედი. მეძინა ცოტა ხანი, მერე გავიღვიძე და ნეტა არ გამეღვიძა და არ მენახა ის რაც ვნახე....

საპატიმროებში რომ საქმე მთლად დალაგებული არ იყო, ამაზე დიდი ხანია ადამიანის უფლებათა დამცველები საუბრობდნენ, როქორც ქართველები, ისე უცხოელები. მაგრამ ნებით თუ უნებლიეთ მთავრობიდან დაწყებული, უბრალო მოსახლეობით დამთავრებული ყველა ნეგლექტირებას ახდენდა - გავიგეთ, ვიცით მაგრამ არ ვიმჩნევთ.
თუმცა დღევანდელმა ვიდეოებმა ყველას აუხილა თვალი, ადრე თუ მხოლოდ თეორიულ დონეზე იცოდნენ ამ ფაქტების შესახებ, ახლა მოსახლეობა უკვე ფაქტის წინაშე დადგა. საშინელი ფაქტის რომლის ნეგლეგირება უკვე შეუძლებელია.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა მოხდება. არც ის ვიცი რა უნდა მოხდეს. ფაქტი მხოლოდ ერთია - ყველა ადამიანი რომელიც ამ საქმეშია გარეული უნდა დაისაჯოს!! უფროსობიდან დაყებული, მორიგი ციხის მცველით დამთავრებული.

ვისაც ვიდეოები არ უნახავს და ნახვა უნდა, აი ამ ბლოგს ესტუმრეთ!

p.s. ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ არჩევნებამდე არ მივა საქმე. 

1 comment:

Mary Japaridze said...

ფაქტი, რომლის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია - ალბათ ასე აჯობებს, არა? :) (თქვენს ბლოგზე რა თქმა უნდა სრული უფლება გაქვთ როგორც გნებავთ ისე წეროთ, მაგრამ თუნდაც ერთი ადამიანი შემოვიდეს, წაიკითხოს და და მერე ეს სიტყვა მეორესთან იხმაროს, მერე მეორემ მესამესთან და ა.შ. უკვე ცუდია :) მე მაპატიეთ, უბრალოდ იმ ფაქტის "ნეგლეგირებას" ვერ ვახდენ ხოლმე, როცა უცხოენოვანი სიტყვები გადმოაქვთ პირდაპირ :))