Sep 29, 2012

"ჩოპინგი"

ბევრი ფიქრის და აწონ დაწონის შემდეგ გადავწყვიტე რომ საშემოდგომო - საგაზაფხულო კურტკა ვიყიდო. ვინც მე მიცნობს, იცის რომ ტანსაცმელში ფულის ხარჯვა არ მიყვარს, და ჩემზე ჟმოტი ადამიანი ცოტა მოიძებნება, მაგრამ ახალი კურტკას აუცილებლობა მოითხოვს.

ჩემი ძველი საწვიმარი კურტკა რომელიც დაახლოებით ოთხი წლის წინ ვიყიდე ძალიან გაცვდა, ვეღარც წვიმას იკავებს და ვეღარც ქარს. ეს კურტკა, ცნობილი ბრენდის ჰელი ჰანსენის იყო და მისი ფასი და ხარისხი ნამდვილად ვერ გამოდგა პირდაპირპროპორციული.

ამ ჯერად გადავწყვიტე, ბაზარზე ერთ ერთი საუკეთესო კურტკის არჩევა ( გუშინ ვყიდულობდი მაგრამ გამყიდველმა მითხრა ხვალ 20% ფასადკლება გვექნება და ხვალ მოდიო :D აი ასეთი საყვარელი გამყიდვლები ყავთ :) ) ჩემი არჩევანი, დიდი ხნის ნანატრ კურტკაზე The North Face შევაჩერე.

ვიყიდი და გაჩვენებთ მერე რა ავარჩიე.

No comments: