Sep 22, 2012

განვითარების დღე

როგორც იქნა დავამონტაჟეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ნეტა იცოდეთ რა ბედნიერებაა რაკოვინაში ჩაყრულ ჭურჭელს რომ ვეღარ ვხედავ, და რომ ეს ჭუჭყიანი ჭურჭელი საგულდაგულოდ არის შენახული მანქანაში. ჩვენი დათვლით მანქანა უფრო ნაკლებ წყალს იყენებს ვიდრე ხელით რეცხვისას მჭირდება, დენი კი მიაქვს მაგრამ საბოლოო ჯამში მანქანა მაინც მომგებიანია. კვირაში ჰაჰა 3 ჯერ მომიწიოს ჩართვა. მოკლეთ კმაყოფილი ვარ ძალიან და უფრო ადრეც უნდა მეყიდა!!!

ახლა სხვა ამბები. სამსახურში ძალიან, ძალიან ბერი საქმე გვაქვს. ჩვენს განყოფილებაში 10 თერაპევტი უნდა მუშაობდეს იმისათვის რომ ინსულტის 2 განყოფილება თავისი 46 ადგილით (რომელიც სულ სავსეა ავადმყოფებით) სულ დაფაროს. 10 თერაპევტის ნაცვლად კი, დღეში მაქსიმუმ 7 კაცი ვართ სამსახურში, შესაბამისად ჩვენი დატვირთვა 100% აღემატება. წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ ერთი კია ძალიან ბევრი პრიორიტეტის გაკეთება მიწევს, ეს კი არასდროს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე.

ეს ჩემი ოფიციალური  სამუშაო მაგიდა (მაჯვნივ) ოკუპაციური თერაპიის განყოფილებაში. ორი კომპიუტერი გვაქვს ოთახში და ოთხი კაცი ვიყოფთ. თუმცა რა გაყოფა, სამუშაო ოთახში მხოლოდ დილის შეხვდრისათვის ჩამოვდივართ ხოლმე. ისე ყოველთვის განყოფილებებში ვართ.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მღელ განყოფილებას "განვითარების დღე" გვქონდა. მოვცილდით საავადმყოფოს და ლამაზ პარკში, ერთ ერთ ულამაზეს ვილას ვესტუმრეთ "გასავითარებლად".  დილა გემრიელი ყავით, კრუასანებით და ბუტერბროტებით დავიწყეთ. მერე მოწვეული ლექტორი კულტურასა და პაციენტებზე გვესაუბრებოდა. დღის პირველი ნახევარი შესანიშნავად დამთავრდებოდა რომ არა "მოდელირებული ქორინიკის" აქაური ვარიანტი. უცებ ერთ -ერთი თანამშრომელი შემოვარდა და რადიო ჩართეთ, თავს დაგვესხნენო. რამოდენიმე თანამშრომელს ძალიან შეეშინდა, ერთი წამოხტა და გარეთ გავარდა შვილებთან დასარეკად. მე კიდევ ვიჯექი და ვუყურებდი ლექტორს, მის სახეზე ვერაფერი საგანგაშო ვერ შევამჩნიე, ამიტომ არც შემშინებია. მოდელირებულმა ქრონიკამ მაინც თავისი ვკალი დაამჩნია ჩემს რეაქციას მსგავს რამეებზე :D.დღის მეორე ნახევარში კი წორკშოპები გვქონდა, დიდი არაფერი  გარდა იმისა რომ შესვენებაზე გემრილი ტორტები ვჭამეთ :P :P

ეს სურათი, განვითარების დღის დამთავრების შემდეგ გადავიღე. დადიოდნენ თავისთვის ეს იხვები და ბალახს ჭამდნენ :) უკან ვილა რომ ჩანს, იქ ვიყავით :)


No comments: