Sep 16, 2012

ჩემი ფილოსოფიური ფიქრები რეაბილიტაციის პროცესის გარშემო.

როგორც ადრე ვწერდი, ჩვენთან ინსულტის რეაბილიტაციის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას რომ პაციენტი ატიურად მონაწილეობს რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც იმავე დღიდან იწყება როცა პაციენტი მიდის საავადმყოფოში. სარეაბილიტაციო პერსონალის მკურნალობის მეთოდები, მოიცავს პაციენტის აქტიურ ჩართულობას, მოტივაციას და მონაწილეობას რადგან აღმოჩნდა რომ სწორედ მსგავს მეთოდებს აქვთ მაღალი სტატისტიკური სანდოობა.  შესაბამისად პასიური მკუნალობის მეთოდები როგორიც მასაჟი, აკუპუნქტურა და ა.შ. თითქმის არ გამოიყენება. (მასაჟი მხოლოდ ვარჯიშის მოსამზადებლად შეიძლება გამოიყენოს მაგრამ არა როგორც მთავარი მკურნალობის მეთოდი).

ჩვენთან საქართველოში კი, აქტიური რეაბლიტაცია საკმაოდ ახალი ხილია. არ ვიცი, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია ეს, რაბილიტაციის პერსონალის არ არსებობის/ნაკლებობის ბრალი თუ ქართველი ადამიანის ბუნების. ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ, ავადმყოფი და მასთან მომუშავე პერსონალი, აქტიურად ცდილობენ გაავარჯიშონ დაკარგული ფუნქციები. კი, ავადმყოფს ხშირად მოტივაცია არ აქვს, მაგრამ ამაში ჩვენ ვეხმარებით. ასევე ახლობლებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია რომ საჭიროა ჩართულობა, რომ პასიურად წოლით ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებენ.

საქართველოში კი, პირიქით ხდება.  ასე მგონია ფიქრობენ რომ თუ ავადმყოფი ხელს გაანძრევს, რამის გაკეთებას შეეცდება მაშინ უარესია მისთვის. ამიტომ, ახლობლები, საავადმყოფოს პერსონალი და ა.შ. აქტიურად ამტკიცებენ ინსულტიანი პაციენტის ავადმყოფის როლს. გარდა ამისა ალბათ ჩვენი, ქართული ბუნებაცაა რომ დაჯდე და ელოდო სანამ რამე გაუმჯობესდება, (თუ არ გაუმჯობესდება კიდევ ვინმე სხვას გადააბრალო)  ეკლესიაში წახვიდე და ყოველდღე ილოცო რომ პაციენტი გამოჯანმრთელდეს. რათქმაუნდა ლოცვა კარგია, მაგრამ პასიურად ჯდომას და ლოდის დიდი უარყოფითი შედეგები მოაქვს, და ამ უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაში მერე ღმერთიც უძლურია.

ამას რატომ ვწერ, იმიტომ რომ თუ თქვენ ხართ ინსულტიანი ავადმყოფის ახლობელი, აუცილებლად მოითხოვეთ პაციენტის აქტიური რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე. დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან რაც უფრო მალე დაიწყებთ რაბილიტაციას, მით უფრო დიდი შანსია გარკვეული ფუნცქციების აღდგენისა. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ოკუპაციურ და ფიზიოთერაპევტებს. 





No comments: