Sep 15, 2012

ამბების გაგრძელება - ჭურჭლის სარეცხი მანქანა

როგორც წინა პოსტში ვწერდი, დავუკავშირდით ხელოსნებს რათა ელ გაყვანილობა, კრანი და მესამე ტრუბა დაემონტაჯებინათ. რადგან მე სამასხურს ვერ ვაცდენ, ჩემი ქმარი დახვდა სახლში. მერე რა იტყივით თქვენ ...

წყლის გაყვანილობაზე ვინც იმუშავა, ის გამოცდილი ადამიანი აღმოჩნდა. ყველაფერი აკურატულად გაუკეთებია, ეგ კი არა დენიც კი არ გამოიყენა ჩვენი. წასვლამდე კი თავისივე დანაგვიანებული მოასუფთავა და გადაყარა. აი მეორე, დენის "ბიჭი" ... სახლში რომ მოვედი საშინელება დამხვდა. შემოსასვლელსა და სამზარეულოში ადჭრილი კაბელები ეყარა. ჩემმა ქმარმა რათმაუნდა არაფერი არ უთხრა (იმიტომაც ეყარა), აი მე კი ვეტყოდი ორ სიტყვას. ტეხავს, ამდენ ფულს იხდი და მათ დაწყებულ სამქეს მე ვასრულებ., არადა მატვე უნდა დასუფთაონ!!

კაი, დავრეკე მაღაზიაში სადაც მანქანა ვიყიდეთ, მოდით და  დაამონტაჟეთ მანქანათქო, და რას მეუბნევიან - მოსვილსას კიდევ დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოთ რომ დავამონტაჟოთო, კონტრქატზე ხომ მოაწერეთ ხელი რომ წყლის და ელექტრო გაყვანილობა მოწესრიებულიაო?! მეთქი - კი მოვაწერეთ, იმიტომ რომ დენი ერთ მეტრში იყო და თქვენმა მუშებმა თქვეს რომ სარეცხი მანქანის გვერდით უნდა იყოს რაც კონტრაქტში არ ეწერა, წყალიც ასევე იქვე იყო, 10 სანტიმეტრში, კონტრაქტში კი არ ეწერა რომ სამი ტრუბა უნდა ყოფილიყო და სპეციალური კრანი, თორემ რატომ მოვიყვანდით დასამონტაჟებლადთქო? მერე იმ გოგომ კი მიპასუხა, ლოგიკურია რომ სამი ტრუბა იყო საჭიროვო, რაზეც მე ვუპასუხე რომ სულაც არაა ლოგიკური ჩემთვის რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია მანქანებთან. მოკლეთ ბევრი დისკუსიის და კონტრაქტის დაწვრილებითი გახილვის შემდეგ, მივედით შეთანხმებამდე რომ მოვიდოდენ და დაამონტაჟებდნენ ზედმეტი გადასახადის გარეშე.

ახლა დროზე მინდგა საქმე, როდის უნდა მოვიდნენ. წინა მოსვლაზე გვითხრეს რომ 12-17 საათამდე მოვალთო. ჩემი ქმრის საწყალი მშობლები, იჯდნენ სახლში და ელოდნენ როდის მოვიდოდნენ. ასე 4 საათის შემდეგ დარეკეს და თქვეს 6-7 საათისთვის მოვალთო, ბოლოს კი 7ის მერე მოვიდნენ. მე კი მესმის რომ ბევრი საქმე აქვს მუშებს და ხანდახან იმაზე მეტი დრო სჭირდებათ ვიდრე გაითვალეს, მაგრამ მომხმარებელზეც ხომ უნდა იფიქრონ?!

No comments: