Sep 12, 2012

ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

ძალიან დიდ ხნიანი მსჯელობის შემდეგ, როგორც იქნა გადავწყვიტეთ და ვიყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. გავზომეთ ადგილი, ინტერნეტით შევარჩიეთ მანქანა რომელიც გაბარიტებში ჯდებოდა, წავედით მაღაზიაში, შევუკვეთეთ და ოთხი დღის შემდეგ სახლშიც მოგვიტანეს. მაგრამ....მანქანის ყიდვა უფრო ადვილი  და იაფი გამოდგა ვიდრე მისი დაინსტალირება. ანუ, ხელოსნები რომ მოვიდნენ აღმოჩნდა რომ სამზარეულოში სპეციალური გაყვანილობა არაა, ამიტომ ჯერ გაყვანილობაზე უნდა გვეზრუნა... ხოდა ეს რა ხატაბალაში გავყეთ თავი.

პირველ რიგში რათქმაუნდა მივადექით იმ კომპანიას ვისგანაც ბინას ვქირაობთ. კომპანიის წარმომადგენელმა, ჩვენ სერვისში არ შედის ამ აღწურვილობის დაყენებაო, და გარდა ამისა ჩვენს სახლებში არააა სავალდებულო ჭურჭლის სარეცხი მანქანის გავანილობის არსებობაო. რომ არა ჩემი ქმარი, რომელიც ბუნებით ძალიან მშვიდია, იმ კაცს გამოვლანძრავდი გემრიელად, მაგრამ...

კაი, დავრეკე მარაზიაში სადაც მანქანა ვიყიდეთ. მეთქი მომეცით ტელეფონის ნომერი რომ დავუკავშირდე ხელოსნებს, მოვიდნენ და დააყენონ სპეციალური აღჭურვილობა. მომცეს ნომერი, დავრეკე და მოვიდნენ დღეს. ხოდა ერთ კრანში და ერთ ტრუბაში 450 ევრო თქვეს. ელ გაყვანილობა კიდევ გასარკვევია. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ 150 ევრომდე იქნება. საბოლოო ჯამში 550 ევროიანი მანქანის დამონტაჟებაში 700 ევრო უნდა გადავყარო (100 ევრო მაღაზიაში გადავიხადეთ მანქანის მოტანასა და დამონტაჟებისათვის).

ძალიან გაბრაზებული ვარ. შენით ვერაფერს გააკეთებ, იმიტომ რომ რამე რომ დაზიანდეს, დაზღვევა არ აანაზღაურებს. დაიქირავებ ვინმეს და სასწაული ფასები აქვს. თან სახლზეც ვფიქრობ. ტავად სახლის ყიდვა ხომ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სახის შენახვა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. მეკარგება სახლის ქონის სურვილი, ან მხოლოდ მაშინ უდა ვიყიდოთ ძალიან კარგი ხელფასი რომ მექნება. ეს კი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

4 comments:

Keti said...

რა ძვირია უცხოეთში ცხოვრება. აქ უფრო იაფად გამოხვალ ან თავად გააკეთებ ან ნაცნობს იპოვი...

ბლოგის საშემოდგომო დიზაინი მომწონს!

Toma said...

gmadlob.
mand iafad ki gamoxval keti, magram mag iafi "fulic" dzviria cheni mosaxleobis umetesobisatvis.

Anonymous said...

ahh, tom rat gindoda es churchlis saretsxi mankana,eg upro mravalricxovani ojaxistvisaa gatvlili.unda gekitxa blog-ze da girchevdit:-)mshvidobashi moixmare maints, rats aris aris axla ras izam. ise tu ekonomiuria da A klasis aris turme upro nakleb tskals xarjav, vidre xelit recxvisas,ase rom nugeshad eg gkondes,Nanuka

Toma said...

patara manqanaa, patara ojxisatvis. A klasia da ckalsac da energiasac dzlian cotas xarjavs (elektroluxia) mec amse vfiqrobdi magram ar shemidlia, samsaxuridan rom movdivar mvkdari, churchlis recxivs ki ara, sachmlis chamis tavi ar makvs xlme. da kria es churcheli, kvridan kviramde.

gmadlob :)