Aug 6, 2012

პაციენტის შემთხვევა - ულა

დღეს კიდევ ერთ პაციენტზე მოგითხრობთ. ეს იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ძნელად სამუშაო პაციენტი, იმიტომ რომ ინსულტამდე მას დემენციური დაავადება ქონდა და მისი კოგნიტური ფუნქციები და პიროვნებაც უკვე შეცვლილილი იყო. დავარქვათ ამ ადამიანს პირობითად ულა.

1922 წელს დაბადებლი ულა საავადმყოფოში მულტი ინსულტების გამო მოხვდა. დაზიანება მხოლოდ ერთ ადგილას კი არა, არამედ 3-4 რეგიონში აღინიშნებოდა. ამან გამოიწვია მისი პიროვნული, ფიზიკური და კოგნიტური ფუნქციების და შესაძლებლობების შრული მოშლა. ფიზიკურად ხელ ფეხის მოძრაობა ულას მშვენივრად შეეძლო, მაგრამ ვერც დგებოდა და ვერც ჯდებოდა, იმიტომ რომ არ ქონდა კოგნიტური უნარი ეს მოზრაობები მიზანმიმართულად წარემართა - კოორდინაციას ვეძახით ამას. ხანდახან ულა ცდილობდა ლოგინიდან გადმოძრობას, ამის გამო მის ლოგინთან ყოველთვის იდო სენსორული ხალიჩა. ულას მარჯვენა ხელი ქონდა ტონუსიანი. ქონდა ე,წ, პუშერ სინდრომი. ვინმე თუ დაუჯდებოდა მარჯვენა მხარეს და ის ამას გრძნობდა, ეგრევე, მთელი ძალიან ამ მხარეს აწვებოდა. ძალა კი ულას მართლა რომ ქონდა!

კოგნიტურ ფუნქციებს რაც შეეხება, ულას არ ქონდა უნარი გაეგო სად იმყოფება, რატომ და რა მოხდა. ძნელი იყო მასთან საუბარი. ვერ გვაგებინებდა რა უდოდა და არც მას ესმოდა ჩვენი. ულას დაკარგული ქონდა მარჯვენა მხარის აღქმის უნარი - სენსორულად და ფიზიკური გარემო. ეს კი იწვევდა იმას რომ ულას თავისი მარჯვენა ხელი უცხო სზეული ეგონა და მარცხენა, ჯანმრთელი და ძალიან ძლიერი ხელით ცდილობდა თითების მოძრობას. ფრჩხილებით ძალიან ძლიერად აწვებოდა ხოლმე კანში, და სისხლი სდიოდა ხელიდან. იმის გამო რომ შეგრძნება ქონდა დაკარგული, ტკივილსაც ვერ გრძნობდა.

ულასათვის ყველაფერი ისე იყო, როგორც საავადმყოფოში მოსვლამდე. არეული ქონდა დღის რეჯიმი. კოგნიტური ფუნქციების ბევრი ანალიზი მასთან ვერ მოხერხდა, ექსპრესიული და იმპრესიული აფაზიის გამო. ვერც აქტივობაში მოვახდინე დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ მას არ შეეძლო რამის გაკეთება. პროვნულად, ულა უკვე დიდი ხნის შეცვლილი იყო. ადვილად გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, აპათია და დეპრესიულობა.

ატივიტეტებს რაც შეხება ულას ყველაფერში სჭირდებოდა  1-3 ადამიანის დახმარება. სამი იმიტომ რომ ულა ძალიან აგრესიული იყო, და ხადახან საჭირო იყო მისი ხელების დაჭერა. როცა მაგალითად აბანავებდნენ.

მუშაობა რომ დავიწყე, ულა ჩემი პირველი პაციენტი იყო.  ერთის მხრივ ძალიან რთული პაციენტი, ადვილი სამუშაო გამოდგა. პირველ რიგში შევარჩიე და გამოვუწერე კარგი და კომფორტული ინვალიდის ეტლი - იმისათვის რომ ჭამის დროს ულას შეეძლო მჯდარიყო. ასევე შევარჩიე და გამოვწერე სპეციალური ეტლის მაგიდა. მაგიდის ფუნქცია ძირითადად ის იყო რომ ულა ეტლში შეეკავებინა, რადგან ადგომას ცდილობდა. მოძრაობის კოორდინაცის არქონის გამო კი ეგრევე ძირს ვარდებოდა. სამწუხაროდ მაგიდან არ იმუშავა ოპტიმალურად, ამიტომ ექიმებმა დაწერეს სპეციალური ცნობა დამაკავებელი ქამრის შესახებ. ეს ქამარი პატარა ბავვების კალიასკაში რომაა ისე კეთდება. ხოდა ბოლოს მომიწია ქამრის დამონტაჟება. საბედნიოროდ ამ უკანასკნელმა კარგად იმოქმედა.

რაც შეეხება ულას ხელს. როგორც დავწერე, მისი მარჯვენა ხელი იყო ტონუსიანი, და მულას მისი არსებობის შესახებ წარმოდგენა არ ქონდა. რადგანაც ხელის ქნება მაინც შეეძლო, ვერ მოვამზადე სპეციალური ორთოთიკი იმიტომ რომ ულას საკუთარი თავის და სხვისი დაზიანება შეეძლო. ამიტომ დღეში ორჯერ ვახდენდი ხელის ვარჯიშს (როცა ულას ეძინა თორემ მღვიძარ მდგომარეობაში საშინლად ღიზინდებოდა და არ გვავარჯიშებინებდა ხელსა).  იმისატვის რომ ულას თითები არ დაეზიანებინა, შევკერე სპეციალური, ძალიან რბილი ხელთათმანი. გარედან პრიალა იყო. ხოდა ულას უჭირდა თითების პოვნა.

სამწუხაროდ კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად არაფერი გამიკეთებია. პირველ რიგში იმიტომ რომ ვერ დავინახე რესურსი, და მერეც იმიტომ რომ ულა მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. საბედნიეროთ ე.წ. სერვის საცხოვრებელში, იგივე მოხუცებულთა სახლი. მოხუცებულთა სახლის ოკუპაციურ თერაპევტს დავურეკე და გავუგზავნე რაპორტი ულას შესახებ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ხელის რეაბილიტაციას გააგრძელებდნენ. ასევე იმედი მაქვს რომ ულას კოგნიტური ფუნქციები სპონტანურად მაინც გაუმჯობესდებოდა.

No comments: