Aug 30, 2012

დიდი გაურკვევლობა

გუშინ გავხსენი მეილი და "სიურპრიზი" დამხვდა  უნივერსიტეტიდან. 
თურმე გუშინ, 29 აგვისტოს, ესსეს გაგზავნის დედლაინი იყო. მე კი არც ის ვიცოდი რომ ესსე უნდა დამეწერა და დედლაინზე საერთოდ საუბარი ზედმეტია (ფრიად გასაკვირი ფაქტია ჩემნაირი შკოლნიკი ადამიანისაგან ) რაღას ვიზავდი, მივწერე -  როგორც კი ჩამოვალ ეგრევე დავწერ და გამოგიგზავნითთქო. 

ჯერ დაწყებული არაა, მაგრამ უკვე მეზარება მასტერი. მაგრამ ამ ჯერად არ მოვიკლავ თავს, ნელ ნელა შევუყვები პროცესს და ეგაა. 


No comments: