Aug 15, 2012

დენისი - უსაყვარლესი პაციენტი :)

კიდევ მორიგ, ძალიან საყვარელ პაციენტზე უნდა მოგითხროთ. ეს პაციენტი განსაკუთრებით მიტომ მესიმპატიურებოდა რომ ორივეს ერთი და იგივე დღეს გვქონდა დაბადების დღე 25 თებერვალს :)

დევიდი დიდ ორსართლიან სახლში მარტო ცხოვრობდა. ყოფილი ცოლი ეხმარებოდა სხვადასხვა აქტივობებში, დევიდი კი ძირითადად ან იწვა, ან ბაღში იჯდა და ისვენებდა.  ჩვენთან მოიყვანეს ზოგდი სისუსტის და თავბრუსხვევის გამო. რათქმაუნდა პირველივე დღიდან ყველამ იცოდა რომ ინსულტთან არ გვქონდა საქმე მაგრამ რასთან გვქონდა საქმე?! საკითავი აი ეს იყო :)

როგორც ყოველთვის, დევიდს პირველივე დღეს შევხვდი. დილის რუტინებზე დაკვირვების შემდეგ, დავასკვენი რომ საქმე კოგნიტურ სირთულეებთან უფრო გვქვს ვიდრე ზოგადად ფიზიკურ სისუსტესთან. დევიდს სხვადასხვა მომენტის შესრულება კი შეეძლო, მაგრამ ინიციატივას არ იღებდა. გარდა ამისა, ყველაფერს რასაც აკეთებდა ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. რატომრაც ეჭვი დემენციურ დაავადებებზე ავიღე. ეს ეჭვი მხოლოდ ინტუიციას ეფუძნებოდა.

მეორე დღეს, დევიდს შევთავაზე ყავის მომზადება და ასევე კოგნიტური ტესტის ჩატარება. ორივე შემთხვევაში, კოგნიტური სირთულეების არსებობა კიდევ უფრო დადასტურდა. დევიდს არ შეეძლო კონცენტრაცია, არ ქონდა კარგი მოკლევადიანი და სამუშაო მეხსიერება. ყველაფერს ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. რაც მთავარია, ყავის მომზადების დროს, ერთმანეთში აურია სხვადასხვა მომენტი - ყავის მომზადება უწყლოდ და უყავოდ შესძლო.  რაც მთავარია ვერ მიხვდა და არ აღიარა რომ შეცდომას უშვებდა. ჩემი ეჭვები დემეციის შესახებ კიდევ უფრო გაძლიერდა და ჩვენ ექიმსაც დაველაპარაკე.

ჩვენს ექიმს თავიდან პარკინსონის ეჭვი ქონდა. მის მიერ ჩატარებული მეხსიერების ტესტების შემდეგ კი, ეჭვი მასაც დემენციაზე გაუჩნდა. მაგნიტურმა რენდგენმა აჩვენა რომ დევიდს ატროფიები ქონდა ტვინში და შესაძლო დიაგნოზი ალცჰეიმერი ან ვასკულარული დემენცია იყო.  ჩემი მხირდან დევიდს არანაირი მკურნალობა არ მიუღია, იმიტომ რომ მისი სიტუაცია საერთდ არ იყო შეცვილი. ავადმყოფობა, უკვე განვითარებული იყო და ერთადერთი რაც მას სჭირდებოდა იყო ყოველდღიური სტიმულირება ამ სტიმულირებას კი ყოველი ჩვენთაგანისაგან ღებულობდა.

როგორ დასრულდა ეს ამბავი?! როგორ და დევიდის დაგეგმარების დღეს, მას მოხუცებულთა სერვის სახლში შესთავაზეს ცხოვრება. დევიდი კი დათანხმდა, მაგრამ მისი ცოლის თქმით, ეს მხოლოდ დროებითი დათანხმება იყო და მისი საკითხი კიდევ განიხილება.

2 comments:

nin gog said...

au, zogad sisusteze da tavbriusxvevaze mec ratomgac egreve demencia vifikre :(

Toma said...

ho.