Aug 14, 2012

შთაბეჭდილებები

ხოდა დღეს უკვე შემიძლია პირველი შთაბეჭდილებების შესახებ წერა.

ტრანსპორტი
ყვითელი მარშუტკები - ძაალიან მომეწონა. მარტო ის რად ჯობს რომ სავარძელი სუფთაა და არ მეშინია თეთრი შარვალით დაჯდომა. დღევანდელ მარშუტკაში კონდიციონერიც სუპერ კარგად მუშაობდა და მეტი რად გინდა როცა ცხელ ქალაქში გადაადგილდები?!

ტრანპორტის ბარათები -  უმაგრესი რამ. მეტროში თანხას დაარიცხავ თუ გინდა და რაც მთავარია ერთ ბარათს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებ. ძალიან კარგადაა გაკეთებული ძალიან, და ბევრ განვითარებულ ქალაქს შეშურდებოდა ასეთი მოქნილი სისტემა.

ქუჩები
ამ ჯერზე რუსთაველიდნ აღმაშენებლზე და უკან ვარანცოვის გავლით ამოვედით. ყველაზე დიდი ცვლილება აღმაშენებელზე დამხვდა. ძალიან ლამაზადაა გაკეთებული. კი საშინელებაა რომ ის დიდი ხეები მოჭრეს, მაგამ ფაქტია ულამაზე სახლების ფასადები პირველად  დავინახე. არც კი ვიცოდი ასეთი ლამაზი თუ იყო ეს ქუჩა.

გზაზე ბევრი მტვერი იყო, ხიდს აკეთებდნენ, ვარანცოვზე სახლებს არემონტებდნენ. დიდი იმედი მაქვს რომ კარგად გააკეთებენ ამ ყველაფერს და კედლის ნაცვლად გიფსოკარდონს არ შეჩურთავენ.

მარშუტკიდან ერთი უცნაური შენობა დავინახე, თავიდან თავი სიდნეიში მეგონა იმიტომ რომ ეს შენობა სიდნეის ოპერის თეატრს გავდა, მაგრამ მერე გავიგე რომ ეს ახალი იუსტიციიის სახლია. ჩემის აზრით ძალიან ლამაზი და თანამედროვე შენობა შენდება, მაგრამ ადგილია არასწორი.  არ მომწონს ასეთი დიდი კონტრასტი ახალსა და ძველს შორის.

ხალხები :)
დღეს ჩემ მეგობარ ნინოს შევხვდი. წლები გადის, ნინო კი არ იცვლება, ისევ ისე ლამაზი, ტანადი და კარგია როგორც ბეეევრი წლის წინ იყო როცა მას პირველად შევხვდი :) 

3 comments:

Anonymous said...

sainteresoa toma,P.S.eg mgoni chemi megobari ninoa:-)shen romelzedats ambob,mets mkavs erti aseti nino:-)Nanuka

Toma said...

ho egaaa :)

gushin tavisuflebis moedanze automaturei datvirtvs manqana 10 cuti undeboda chatvrtvas :D bolos vegar movitmine da mainc sallaroshi davtvirte.

cesit unda damreka momsaxurebis centrszhi da metkva rom ar mushabs manqana.

nin gog said...

agmashenebelze restavrirebul shenobebs butaforiuli imiji akvt, ar gvanan zvels. axlebi gegoneba.