Aug 12, 2012

ლეიფი - მზოლოდ ფიზიკური სირთულეები

დღეს სრულიად განსხვავებულ პაციენტზე მოგიყვებით. განსხვავებული იმიტომ რომ ისულტმა კოგნირუტი ფუნქციების დაზიანება საერთოდ არ გამოიწვია. სიმპტომები ფიზიკურად გამოვლინდა მარცხენა კიდურების სისუსტეში + დარეულ ბალანსში და ცუდ კოორინაციაში.

პირველად რომ შევხვდი ლეიფს, განყოფილების ინვალიდის ეტლი დავუტოვე.  კიდურების და ბალანსის სისუტე მას არ აძლევდა ფეხზე დგომის საშუალებას. შესაბამისად რამოდენიმე დღე ლეიფი სავარძელში იჯდა. ცუდი კოორინაცია ხელში იწვევდა იმას რომ ლეიფს სჭირდებოდა 1 ადამიანის დახმარება ჩასაცმელად, ტუალეტის ვიზიტისათვის, ბანაობისათვის. ამიტომ ჩვენი მიზანი პირვლივე კვირას იყო ამ აქტივობების დამოუკიდებლად შესრულება + ხელის კოორდინაციის ვარჯიშის დაწყება. რათქმაუნდა ჩემთან ერთად ფიზიოთერაპევტიც მუშაობდა.

პირველ კვირაში, ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად  ლეიფმა შეძლო ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა და ტვალეტში წასვლა, შიგდაშიგ ეტლიდან ადგომა და სპეციალური რულატორის გამოყენება. ამავე კვირას ვვარჯიშობდით ხელის კორდინაციასაც, მაგრამ შორს ვერ წავედით. მეორე კვირას გავაგრძელეთ ხელის ვარჯიში, და ახლა ჩვენი მიზანი უკვე შხაპის მიღების დამუკიდებლად შესრულება იყო. მიზნის მისარწევად გამოვიყენეთ სპეციალური ვანაზე დასადები. ლეიფი ამ დასასებზე ჯდებოდა, მერე ერთია ადამიანის დახმარებით ვანაში გადადიოდა. შხაპის მიღება უკვე დამოუკიდებლად შეეძლო. თუმცა - ცუდი ბალანსის გამო რიკსფაქტორები იყო, ამიტომ გადავწყვითე მისი სახლის ვიზიტი.

ლეიფს სახლში მასთან და ფიზიოთერაპევტთან ერთად ვესტუმრეთ. შედეგად დავწერე სპეციალური ცნობა/მიმართვა რათა ვანის ადგილზე შხაპი დაემონტაჟებინათ, მოეცილებინათ ხის ზღურბლები და კორპუსის შესასვლელში ელექტრო გამღები დაემონტაჟებინათ.  ლეიფს ასევე გამოვუწერე და დავუტოვე ტვალეტის ასამაღლებელი ხელის საყრდენით, საწოლის ასამაღებელი ფეხები, და სკამების ასამაღლებილი ბალიშები.

მეორე კვირს ბოლოს ხელის და ფეხის კოორინაცია ბევრად გაუმჯობესდა, ასევე გაუმჯობესდა ბალანსიც.  მესამე კვირას (31 კვირა) გავაგრძელეთ ხელის ვარჯიში და ჩვენი მიზნები უფრო გავართულეთ, ლეიფს ახლა საუზმე უნდა მოემზადებინა დამოუკიდებლად. კვირის ბოლოს მიზანი უკვე მიღწეული იყო, ხელის კოორინაცია უფრო გაუმჯობესებული. მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად ლეიფი უკვე ხელჯოხს იყენებდა, გრძელ მანძილზე გადასაადგილებლად კი რულატორს. ამავე კვირას ლეიფმა მიიღო სახლში წასვლის უფლება რამოდენიმე დღის.  რათქმანდა კომუნიდან დღეში სამჯერადი დახმარებით. ამ ვიზიტის დროს, ლეიფის ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი გაეკეთებინა დამოუკიდებლად და დაკვივებოდა რა სირთულეებს არყდებოდა. ჩემგან დავალებაც კი მიიღო - დრიურის წერა სადაც დაწვრილებით აღწერდა წარმატებებსა და წარუმატებლობებს.

მეოთხე კვირას, ლეიფთან მხოლოდ ხელის ვარჯიშს ვაკეთებდით. ამავე კვირას ის სახლში გაწერეს.  ამჟამადაც სახლშია, დღეში სამჯერადი დახმარებით. დამხმარეების მიზანი არის ლეიფის გვერდში დადგომა და დახმარება მხოლოდ მაშინ როცა მას სჭირდება. იდეა კი იმაში მდგომაროებს რომ ლეიფმა დამოუკიდებლად უნდა შესძლოს ცხოვრება :)

No comments: