Aug 10, 2012

ოფიციალურად უმუშევარი

ესეც ესე, დღეს, ოფიციალურად უმუშევარი გავხდი, ანუ ჩემი საზაფხულო სამუშაო ამოიწურა. რათქმაუნდა ძალიან მადარდებს რომ სამუშაო აღარ მაქვს, სამუშაო რომელიც ძალიან მომწონდა და  ყოველდღიურ სტიმულს მაძლევდა.

სამაგიეროდ ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი რომ ჩემი დრო, ცოდნა და ენერგია მხოლოდ ინსულტიანი ავადმყოფების რეაბილიტაციას და სხვადასხვა ინსტუმენტების თუ მკურნალობის მეთოდებს მინდა შევალიო. ეს კი იმას ნიშნავს რომ სამსახურს, სამსახურის გამო არ შევასრულებ. არ გავაგზავნი სივის ყველგან, სადაც თავისუფალი დრო გამოჩნდება. არამედ მიზანმიმართულად, მხოლოდ ინსულტიან პაციენტებზე გავაკეთებ კონცენტრაციას. როცა არ ვიმუშავებ ვისწავლი, როცა ვიმუშავებ მაინც ვისწავლი :)

ხოდა ასე.  ახლა დავისვენებ სამი კვირით და მერე შევუდგები ისევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას :) თუ კონტრაქტიან სამსახურს ვერ ვიშოვი, სადაც ხელფასს გადამიხდიან, უკონტრაქტო "სამუშაო" მაინც მეწყება - მასტერის პროგრამა ოკუპაციურ თერაპიაში :)

No comments: