Aug 3, 2012

პაციენტის შემთხვევა - ბოსე

ბოსე სამი კვირის უკან მოიყვანეს ახლობლებმა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისთვის ეს მეორე ინსულტი იყო. პირველი ინსულტისგანაც არ იყო გამოკეთებული, კოგნიტური სირთულეები კიდევ ქონდა დარჩენილი. ეს სირთულეები გამოიხატებოდა მარცხენა მხარის ნეგლექტში, კონცენტრაციის და მოკლე მეხსიერების დაქვეითებაში.

ბოსეს იმავე საღამოს შევხვდით. საწოლზე ზორბა კაცი დაგვხვდა, იმდენად დიდი რომ საწოლზე ვერ ეტეოდა. მე და ფიზოთერაპევტმა შევეცადეთ საწოლიდან წამოგვეყენებინა. ბევრი წვალების შედეგ შევძელით, მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვით რადგან როცა ბოსე ფეხე წამოდგა დაახლობით 30 წუთი იდგა, იმიტომ რომ ვერ გავაგებინეთ რომ უნდა დამჯდარიყო. ჩვენც ვიდექით მასთან ერთად. ბოლოს დაიღალა დგომით და სუფთა ინტუიციით დაჯდა და დაწვა. დაახლობით 4 დღის განმავლობაში ბოსე უკონტაქტო იყო, ვერ გვაგებინებდა რა უნდოდა, ვერც ჩვენ ვაგებინებდით რა გვინდოდა. მაქსიმუმი რასაც ვაკეთებდით იყო, მისი საწოლიდან წამოყენება და კარიდორში სეირნობა. მერე ცდა - როდის გადაწყვიტავდა ბოსე დაჯდომას. როგორც ხვდებით ბოსესთან განსაკუთრებული სიმძიმის კოგნიტური სირთულეები გვქონდა. ყველაფერ სიკეთეს კი მარჯვენა მხარეს ნეგლექტიც დაემატა. ანუ მეორე ინსულტმა ბოსეს მეორე ნეგლექტი შესძინა.

ერთ კვირიანი უშედგო მუშაობის შემდეგ, თითქმის იმედი გვქონდა გადაწურული. ორი კვირს უკან მივედით და ბოსე ალერტული დაგვხვდა. ჩვენი მოკლე ინსტუქციები უკვე ესმოდა, და მეტ ნაკლებად გვაგებინებდა რა უნოდოდა. ამ პერიოდში უკვე დავადგინეთო რომ ბოსეს არ ახსოვდა ახლობლების სახელები, არ იცოდა სად იყო და რატომ. ქონდა აპრაქსია რაც იმას ნიშნავს რომ სხვადასხვა ნივთს დანიშნულებისამებრ არ იყენებდა. მეორე კვეირას უკვე მე და ფიზოთერაპევტმა საკუთარი მიზნები დავსახეთ და მუშაობაც ცალკ-ცალკე დავიწყეთ.  ჩემი მიზანი იყო რომ პაციენტს შესძლოდა ნივთების დანიშნულებისამებრ გამოყენება (პირველ რიგში ტანსაცმლის), ყურადღების ვარჯიში მარჯვენა მხარეს და ასევე ავადმყოფობის შესახებ ცნობიერების აწევა.

იმავე კვირას მე და პაციენტმა შევძელით რომ პაციენტი  ტანსაცმელს დანიშნულებისამებ იყენებდა და მაისურს ფეხებზე არ იცმევდა. ვიცოდი რომ ბოსეს ძაღლები უყვარდა, შესაბამისად ყირადღების გასავარჯიშებლდა გავაკეთე სპეციალური ფურცელი სხვადასხვა ზომის ძაღლებითა და მისი ახლობლების სახელებით (მიზანი იყო რომ მხოლოდ ახლობლების სახელები ეპოვნა, ან მხოლოდ პატარა და დიდი ძაღლები).  როგორც კი ამ ფურცელით დავიწყეთ ვარჯიში, შევმჩნიე რომ ბოსე ძალიან იწყენდა და ბოლოს ღელავდა. თავიდან ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ მერე და მერე უკვე მივხვდი რა ხდებოდა. ახლობლების სახელების კითხვისას, მას უჩნდებოდა კითხვები - იცოდნენ თუ არა ახლობლებმა მისი ადგილმდებაორების შესახებ? რატომ არ მოდიოდნენ? თუ მოდიოდნენ მას რატომ არ ახსოვდა?  ასე ნელ ნელა, ბოსე მიხვდა რომ ის ავადაა და საავადმყოფოშია. შესაბამისად ჩვენი მესამე მიზანი მიღწეული იქნა, სულ შემთხვევით :)

დღეს, ბოსე ისევ საავადმყოფოშია. მისი  ცნობიერება ავადმყოფობის შესახებ ხან ჩნდება ხან ქრება (დაქვეითებული მეხსირების გამო). დღეს დიდ შერებაზე გადავწყვითეთ რომ არარ ვაწვალოთ ბოსე, არარ გავხადოთ მოწყენილი და დავტოვოთ მის პატარა და ლამაზ სამყაროში. როცა ცუდათ იქნება მხარში დავუდგეთ, როცა კარგად იქნება არ გავასენოთ რომ ავადაა. ხანდახან საჭიროა ადამიანს აცალო თავის სამყაროში ცხოვრება, მერე რა რომ ეს სამყარო ცარიელია.

No comments: