Jul 31, 2012

პაციენტის შემთხვევა - ლასე :)

ვაგრძელებ ოკუპაციურ თერაპიასა და ინსულტიანი პაციენტების შესახებ წერას. შევეცდები რომ ჩემი პაციენტების შეასხებ მოგიყვეთ და აგიღწეროთ რას ვაკეთებ და რა შედეგებს ვაღწევთ. ერთი პაციენტით დავიწყებ რომელმა დღეს ისე გამაკირვა რომ სიხარულისგან ლამის ადგილზე დავხტოდი.

პაციენთი (პითობითად ლასე) ერთი კვირის უკან მოიყვანეს განყოფილებაში. აქამდე სრულიად დამოუკიდებელი ლასე, იმდენად ცუდად იყო რომ საწოლზე წამოჯდომა არ შეეძლო, მიუხედავად იმისა რომ მოძრაობის უნარი შენარჩუნებული ჰქონდა. მაგნიტურმა ტომოგრაფიამ აჩვენა რომ ლასეს ფრონტო - ტემპორალურ ლობებში ორი ჩაქცევა ქონდა, და მისი სიპტომებიც ზუსტად მისდევდა ტვინის ამ ნაწილების უნარებს. კერძოდ კი : ლასეს დაუქვეითდა მეხიერება - მოკლე, მომავლის და წარსულის. იყო დაბნეული, არ იცოდა სად იყო, რატომ, რა რიცხვი იყო, წელი, თვე და ა.შ.  კი საუბრობდა, მაგრამ არ ესმოდა ჩვენ რასაც ვესაუბრებოდით. ვერ ცნობდა ახლობლებს. აქტივობასთან დაკავშირებით არ შეეძლო აქტივობის დაწყება მაგრამ თუ დავაწყებინებდით კი ამთავრებდა. ლასეს ასევე არ ქონდა სხეულის როგორც მთლიანის აღქმის უნარი.  ფიზიკურად კი სხეულის კიდურები მშვენივრად მოძრაობდნენ. სიარულიც დამხმარე საშუალებით შეეძლო. თავისით ჭამდა საჭმელს თუ წინ დაუდებდნენ, ისე კი არ იცოდა რომ უნდა ეჭამა. ანუ ინიციატივის გამოჩენის უნარი არ ქონდა.

ზუსტად ერთი კვირის წინ, ამ პაციენტთან კონტქტს მოკლე წინადადებებითაც კი ვერ ვამყარებდით და ჩვენს ჯგუფში ყველას დიდი ტავსატეხი გვქონდა გაჩენელი - რა გავაკეთოთ?! ფიზიკურად უძლური რომ ყოფილიყო დამხამრე საშუალებებზე ვიზრუნებდით, მაგრმ კოფნიტური სირთულეების რეაბილიტაცია მაინც უფრო რთული სამუშაოა, განსაკუთრებით მაშინ როცა ლასეს არ ესმოდა რომ ავადაა.  ფიზიოთერაპევტები ლასეს ყოველდღე ასეირნებდნენ, მე კი ავადმყოფობის შესახებ ცნობიერების გაღვივებაზე ვმუშაობდი.

თავიდან ჩემი გეგმა იყო რომ გამომეყენებინა ყოველდღიური აქტივობები - როგორიცაა ჩაცმა გახდა, მაგრამ  მალევე მივხვდი რომ ეს აქტივობები არ გამომადგებოდა ჩემი მიზნებისათვის, რადგან ლასე ავტომატურად, სუფთა რუტინის დონეზე ახორციელებდა ამ აქტივობებს. ამიტომ შევცვალე სტრატეგია და აქტივობა რომლის გამოყენებაც დავიწყე იყო - ყავის მომზადება (მისი ახლობლებისაგან ვიცოდი რომ ლასეს უყვარს ყავის მომზადება).

ლასეს ყოველ დღე 40 წუთის განმავლობაში ვხვდებოდი. ყოველი ვარჯიშის წინ, ვეუბნეოდი რა უნდა გავაკეთოთ. ვეკითხებოდი რას ფიქრობდა ამ აქტივობის შესახებ და რა სირთულეებს მოელოდა. რათქმაუნდა ლასე დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არანაირი სირთულე არ იქნებოდა. თუმცა როცა ყავის მომზადებას იწყებდა, მისი კოგნიტური ფუნქციების უკმარისობა ეგრევე იჩენდა ხოლმე თავს. აქტივობის დასრულების შემდეგ (ჩემი დახმარებით) მე და ლასე თითოეულ ნაბიჯს დაწვრილებით განვიხილავდით. ის თავის აზრს მეუბნეოდა, მე ჩემსას. ეს პროცესი ძალიან ძნელი იყო ლასეს მეხსიერების პრობლემების გამო, ამიტომ ხშირად იძულებეული ვიყავი რომ მისთვის მეჩვენებინა ის რაც მან გააკეთა.

დღემდე არანაირი შედეგი არ მქონდა, და თითქმის იმედიც მქონდა გადაწურული... მაგრამ დღეს ისეთი რამ მოხდა რომ გაკვირვებისგან ყბა ჩამომივარდა. შევედით თუ არა სამზარეულოში, ლასემ ეგრევე აღნიშნა- ყავის ფილტრები არ გვაქვსო. მერე თავად ყავის მომზადების განმავლობაში ლასე ჩერდებოდა და თავის თავს გამუდმებით ეკითხებოდა - ახლა რას ვაკეთებ და სწორედ თუ ვაკეთებ? ასევე მეც მეკითხეობოდა - სწორად ვაკეთებ თუ შეცდომას ვუშვებო? აქტიურად ეძებდა სხვადასხვა ნივთებს და  თუ ვერ პოულობდა მე მეკითხებოდა სად გაქვთო. ეს იმდენად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, იმდენად დიდი რომ ვერ აგიღწერთ. კი, ლასე მაინც არ ღიარებს რომ კოგნიტური სირთულეები აქვს, მაგრამ აღიარებს რომ აქტივბის დროს სირთულეებს აწყდება და ასევე აქტიურად ცდილობს მათ გადაჭრას, სხვადასხვა გზით :)

ლასეს მომავალი? არ ვიცი ჯერ გაურკვეველია, მაგრამ მან თუ ასეთი ტემპით გააგრძელა გაუმჯობესება, არ გამიკვირდება მისთვის ერთ ლამაზ დღეს, სახლშიც რომ შესძლოს დაბრუნება  და მცირედი დახმარებით დამოუკიდებლად ცხოვრება.

2 comments:

ელენე said...

ვკითხულობ თქვენს პოსტებს პაციენტების შესახებ (აქამდეც ვკითხულობდი ხოლმე) და ვერც წარმოიდგენთ რაოდენ გაოცებული ვარ – ჯერ თქვენი შრომისმოყვარეობით, მერე რომ ამ ყველაფერს წერთ, მე ხომ წარმომიდგენია რამდენად დაღლილი ბრუნდებით სამსახურიდან... მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ წეროთ... მე ვკითხულობდი თქვენს კულინარიულ მცდელობებზეც, წავიკითხე რჩევებიც სამსახურის შესახებ და საერთოდ :))))

Toma said...

vaime rogor gamitba guli.
gmadlob Ö=