Jul 28, 2012

ძალიან გემრიელი ქლიავის ნამცხვარი :)

სეზონური ხილისაგან მომზდებული ნამცხვრები ძალიან მიყვარს. ასევე ძალიან მიყვარს როცა ნამცხვარში კონტრასტი იგრძნობა. დღეს ერთ ერთ ასეთ ნამცხვარს გთავაზობთ, კერძოდ კი ქლიავის ნამცხვარს :) მისი გამოცხობა ძალიან ადვილია, შედეგად კი მიიღებთ დესერტს რომელშიც ტკბილი და მჟავე სასიამოვნოდ არის შეხამებული. 


1. წინასწარ გავრეცხოთ ასე 700 გრამამდე ქლიავი. გავამშრალოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
2. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუს ცელსიუსზე
3. ავიღოთ საცხობი ფორმა, შიგნით ჩავაფინოთ საცხობი ქრალდი.
4. მოვამზადოთ ცომი: 3 კვერცხის, 200 გრამი დარბილებული კარაქის/მარგრინის და 200 გრამი შაქრისაგან მოვამზადოთ კარგი გოგლი მოგლი. დავამატოთ 200 გრ არაჟანი/მაწონი + 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 1 შეკვრა ვანილი. კარგად ამოურიეთ და დაამატეთ იმდენი ფქვილი რომ არაჟანზე ოდნავ სქელი ცომი მიიღოთ. ჩაასხით ცომი სახცობ ფორმაში და თავზე თანმიმდევრობით მოაწყვეთ (ხელით ჩატენეთ სირღმეში) დაჭრილი ქლიავი.
5. გამოაცხვეთ დაახლობით 40 წუთი. ხის ჩხირი ჩარჭეთ და ნახეთ თუ უცომოდ ამოვიდა ესეიგი გამომცხვარია.

გემრიელად მიირთვით :) 



No comments: