Jul 15, 2012

გემრიელი და სასრგებლო ვახშამი თევზით და ბოსტნეულით :)

დავბრუნდი ჩემი cooking therapy-ითი :) დავბრუნდი და მოგიტანეთ ძალიან მარტივი მაგრამ ამავე დროს ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლო ვახშამის რეცეპტი, რომელის მომზადებაშიც მაქსიმუმ 40 წუთი იხარჯება.  ხოდა აბა დავიწყოთ :)

თევზი: აიღეთ ალუმინის ქაღალდი, დაადეთ ზედ ნებისმიერი სახის თევზი, მოაყარეთ პიპლიპი, ცოტა მარილი, ბლომად კამა, ამოუწყვეთ წვრილად დაჭრილი  ლიმონი, მოაყარეთ ასე 200 გრამამდე გაროხი. ალუმინის ქაღალდი ჰერმეტულად გადაახვიეთ და შედეთ მაცივარში. შენიშნვა: ჩემი რჩევა იქნება რომ მარინადი, დილას სამსახურში წასვლამდე მოამზადოთ,საღამოს რომ მოხვალთ უკვე კარგად დამარინადებული იქნება თევზი :) თუ ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ ეგრევე შედოთ ღუმელში.  თევზი შეწვით 30 წუთის განმავლობაში 250 გრადუსზე. მერე გამოიღეთ, გახსენით ფოლგა და ჩანგლით ნახეთ ტევზი თუ მზადაა.



გარნირი: გარნირად მოვამზადე კარტოფილი, დავჭერი მსხვილ ნაჭრებად მოვაყარე ცოტა მარილი და თავი ვუკარი ღუმელში :) მერე ბროკოლიც მივაყოლე. შენიშვნა: გარნირად ნებისმიერი სახის ბოსტნეული გამოგადგებათ, მთავრია რომ ასე უცხიმოდ შეწვათ ღუმელში :)  თევზი და კარტოფილი პარალელურად უნდა შეიწვას!!!

სოუსი:  კანტარელების სოუსი მოვამზადე. წინა პოსტშიც ვწერდი რომ საკმაო რაოდენობის სოკო შევაკროვე. ეს სოუსი კი შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი კარაქი და ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი კარგად მოვშუშოთ, დავამატოთ 500 დაჭრილი სოკო (კანტარელები მქონდა), მოვშუშოთ. 700 მლ რძეში გახსენით 2 ს.კ. ფქვილი და დაასხით თავზე სოკოს. ურიეთ ნელ ცეცხლზე. გასინჯეთ მარილზე და პიპლილზე, საჭიროებისამებრ დაამატეთ. როცა სოუსი წამოდუღდება დაამატეთ ერთი კარგი შეკვრა წვრილად დაჭრილი კამა :) შენიშვნა:  სოუსის მომზადება მას შემდეგ დაიწყეთ რაც თევზი და კარტოფილი უკვე ღუმელში მოათავსეთ.

ესეც დასრულებული სახე :)  გემრიელად მიირთვით :)

4 comments:

Anonymous said...

Tom, kargi retsepti chans, kargia rom gagviziare.gakinuli garoxi rom gamovikeno sheidzleba? madloba, Nanuka

Toma said...

rogor ar sheidzleba. mec gakinuli mqonda Ö=

nino W said...

me gavakete tevzi am receptit. ragaceebi amovakeli magram mainc kargi iko.ojax kontroli gaiarawarmatebit

Toma said...

reebi amoakeli nino?