Jun 23, 2012

მყინვარები :)

მოვბრუნდი ჩემი ნორვეგიული ამბებით. დღევანდელი პოსტი მყინვარებს შეეხება, კერძოდ კი Jostedalsbreen -ის სხვადასხვა განშტოებების შესახებ დავწერ. (ჩემი მოგზაურობის ალბომები ვინც იცით, გეცოდინებათ  მყინვართან ჩემი ერთი ნახვით სიყვარულის შესახებ)

დავიწყოთ თავიდან :) Jostedalsbreen კონტინენტური ევროპის ყველაზე დიდი მყინვარია და მისი ფართობი დაახლოებით 487 კვადრატული კილომეტრია. ამ მყინვარს ძალიან ბევრი განშტოება აქვს და რამოდენიმე მათგანის ნახვის საშუალება მომეცა.  ასევე საშუალება მომეცა მენახა სპეციფიკური ფერის ტბები და მდინარეები რომელსაც დამდნარი მყინვარის წყალი ჰქმნის. ამ ტბებსა და მდინარეებს უცნაური გაუმჭირვალე მომწვანო, მოცისფრო ფერი დაჰკრავს იმ სპეციფიკური მინერალებისა და მინარევების გამო როგორიცაა კლდის  ფხვნილი, თიხა, silt,  და ა.შ. 

პირველი განშტოება - ბოიაბრენი. სულ რაღაც 80 წლის წინ მყინვარი სულ ძირამდე ჩამოდიოდა, ახლა კი მხოლოდ ზედა ნაწილი და ქვევით წარმოქმნილი ლურჯი ტბა ჩანს.


სუპჰალსბრენი - ამ მყინვარსაც იგივე ბედი ეწია რაც ბოიაბრენს,  დნება.
ამ სურათზე კარგად ჩანს დნობის შედეგი. ამ მყინვარზე ასვლა გვინდოდა მაგრამ ვერ შევძელით რადგან ზღვის დონიდან 600 მეტრზე უკვე ნახევრად დამდნარი თოვლი იდო, და მასზე სიარული დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული.
ეს ნორვეგიის მყინვარის მუზეუმი და მეტეოროლოგიური ცენტრი. უცნაური ასოციაციებს აღძრავს ეს შენობა :D
რადგანაც პირველ ორ მყინვარს ჩემს გემოზე ვერ მივუახლოვდი, ძალიან იმედგაცრუებილი ვიყავი. ამიტომ გადავწყვითეთ მესამე მყინვარის მონახულებაც. გვითხრეს რომ ამ მყინვართან ყველაზე ახლოს შეიძება მისვლა. ჩვენც დავადექით გზას და უცებ აი ეს ხედი დავინახე. 

გზიდან ერთი საათის სიარულის შემდეგ აი ამ სილამაზეს მივადექით. სამწუხაროდ ეს მყინვარიც უკვე დნებოდა, ქვევით ამასაც ტბა და მდინარე ქონდა. ამ რეგიონში სამი განშტოება იყო. ეს ერთი დიდი
აქ ზემოთ დადებული მყინვარის სურათია ისევ და მარცხნივ ხედავთ მერე, ასევე დამდნარ მყინვას.  მესამე კი ამ მყინვარებიდან მარჯვნივ მდებარეობს, ისიც კარგად იყო დამდნარი.

აი ამ მყინვარზე ასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ არ წავედით რიგი მიზეზების გამო. მომავალ წელს ყველა ვარიანტში წავალ!!! სულ ოთხი დღის ამბავია!!!




რათქმაუნდა ძალიან სამწუხაროა რომ მყინვარები ასე სწრაფად დნებიან. ეს ყველაფერი ჩვენს კლიმატზეც ისახება/ უფრო მეტად აისახება მომავალში, რადგან ყინული ისხლიტავს მზის UV სხივებს და ოზონის გარსის გარეთ გზავნის. რაც უფრო ნაკლები ყინულია, მით უფრო მეტი უვ სხივები რჩება ოზონის შიგნით. კი, ჩვენ ადამიანები ხელს ვუწყობთ დნობის აჩქარებას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია იმის აღნიშვნა რომ დნობა ბუნებრივი პროცესია. ჩვენ უკვე გამოვდივართ ბოლო გამყნვარების პერიოდიდან, და ეს პროცესი ჩვენმა დედამიწამ ბევრჯერ გამოიარა :)

p.s. თუ თქვენც გინდათ ნორვეგიაში მყინვარების ნახვა, მაშინ თქვენი მოგზაურობის მიზანი უნდა იყოს რეგიონი სახელად Jostedalen. ამ ადგილიდან ძალაინ ბევრი მყინვარის განშტოებაა ხელმისაწვდომი. ასევე არის სპეციალური ტურიები როცა გიდებს ხალხი მყინვარზე ან კიდევ მყინვარების ქვეშ შეყავს.

1 comment:

Anonymous said...

dzalian lamazi suratebia toma, madloba rom gagviziare, Nanuka