Jun 25, 2012

რას ვაკეთებთ ოკუპაციური თერაპევტები?!

ამ პოსტს დიდი ხანია ვწერ. მიზანი კი ერთია - ჩემს ახლობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გავაგებინო რას ვაკეთებ სამსახურში (გარკვეული მიზეზების გამო საშინლად მეზარება ლაპარაკი, აი წერა კი ძალიან მიყვარს).

როგორც იცით ვმუშაობს საავადმყოფოში, ინსულტიან და ხანდახან სამედიცინო პაციენტებთან. ეს პაციენტები მისაღებიდან პირდაპირ ჩვენს განყოფილებაში ხვდებიან, შესაბამისად მე და ჩემი კოლეგები ის პერსონალი ვართ ვისაც დიდი მისია აკისრია - მოკლე დროში ბევრი რამის მოსწრება. დავიწყოთ თავიდან!

ყოველ დილას, 7. 45 წუთზე ჩვენ, ოკუპაციური თერაპევტები (ოტ), ფიზიოთერაპევტები (ფტ) და მედდები ვიკრიბებით და განვიხილავთ ყველა პაციენტს ვინც განყოფილებაში წევს. თუ ახალი პაციენტია, ვადგენთ ვინ იმუშავებს მასთან. შემდეგ პაციენტის სიმძიმის მიხედვით ოტ და ფტ ან ერთად ხვდება პაციენტს ან ცალკცალკე.

პაციენტთან პირველი შეხვედრა იმავე დილას ხდება. შეხვედრის მიზანია - ინფორმაციის მოგროვება, ანამნეზი. დაახლოებით რა დონეზე იმოქმედა ინსულტმა პაციენტზე და რა სახის მოქმედებები იქნება საჭირო ჩვენი მხრიდან. მე როგორც ოტ, ვარკვევ პაციეტის აქტივობის დონეს ინსულტამდე, ვცდლობ გავარკვიო კოგნიტური ფუნქციები რა დონეზეა დაზიანებული, ასევე ვცდილობ გავარკვიო ხელის ფუნქცია რა დონეზეა შენარჩუნებეული. პაციენტთან მეორე შეხვედრა იმავე დღეს ხდება, როგორც წესი ინვალიდის ეტლის გამოწერის მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს გადაადგილება.

მეორე დღეს, პაციენტს დილის 8.30 ვხვდები - მიზანია პაციენტის აქტივობის დონის დადგენა ინსულტის შემდეგ. ამ დროს ვაფრთხილებ სხვა პერსონალს, რომ ჩემს გარეშე არ დაეხმარნონ პაციენტს საწილიდან ადგომაში. მე ვხვდები პაციენტს და ვაკვირდები როგორ დგება საწოლიდან, იცმევს და ა,შ, (დილის რუტინები). ასევე ვაკვირდები პაციენტის ქცევას, თუ სვავს კითხვებს პრობლემა როცა ჩნდება, ადეკვატურად თუ იყენებს სხვადასხვა საგანს, თუ იცის სად არის, რას აკეთებს და რატომ აკეთებს და ა.შ. ამ პროცესის მერე ვსაუბრობ პაციენტთან მისი განცდების შესახებ, და ვადგენთ სამუშაო გეგმას  პაციენტის მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, პაციენტის მიზანი შეიძლება იყოს - ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა. ამ აქტივობაში  ბევრი ფუნქცია მონაწილეობს, და ჩემი ამოცანაა ამ ფუნქციების ვარჯიში, ან ადაპტაციური მეთოდების გამოყენება. ხშირად პაციენტს არ აქვს იმის მოტივაცია რომ ყველა დილას შარვლის ჩაცმა ივარჯიშოს, ამიტომ მე ვპოულობ ისეთ აქტივობებს რომელიც პაციენტისთვის საინტერესოა, და ამ აქტივობებში ვახდენ ფუნქციის ვარჯიშს. მოკლეთ ძალიან ბევრი რამეა პაციენტზე დამოკიდებული. რაც მთავარია ფუნქციების და აქტივობების ვარჯიში ყოველ დღე ხდება.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, როგორც კი პაციენტები სამედიცინო მხირვ სტაბილურად არიან, ხდება მათი საავადმყოფოდან გაწერა. ზოგი პაციენტი მოკლე ვადიან საცხოვებელში მიდის, და ამ დროს ვახდენ რაპორტირებას. ზოგი კი სახლში მიდის. იმისათვის რომ ინსულტიანმა პაციენტმა სახლში შესძლოს ფუნქციონირება, ვახდენ მასთან ერთად სახლის ვიზიტს. ვაკვირდები შეუძლია თუ არა გადაადგილება, შეუძლია  თუ არა საჭმლის მომზადება და ა.შ. ხშირად სახლი არაა კარგად მოწყობილი ინვალიდის ეტლისათვის, ამიტომ ვწერ სპეციალურ  ცნობას სადაც ჩამვწერ ხოლმე რა უნდა გაკეთდეს და ვაგზავნი სპეციალურ სამსახურში რომლის თანამშრომლებიც ავადმყოფის სახლში მაგალითად აწყობენ სპეციალურ დუშს, ადიდებენ შესასვლელებს და ა.შ.

სანამ პაციენტი საავადმყოფოდან გაიწერება, ყველა პროფესიის წარმომადგენელი, პაცინეტი და მისი ახლობლები ვხვდებით ერთმანეთს და ვმსჯელობთ ატუალური სიტუაციის შესახებ. საავადმყოფოს შემდეგ, პაციენტი ადგილობრვი პოლიკლინიკის ბაზაში ირიცხება და ისინი აგრძელებენ ხოლმე რეაბილიტაციას.

მათ ვისაც ამხელა პოსტის წაკითხვა დაეზარა მოკლეთ ჩამოვწერ პაციენტებთან დაკავშირებით ძირითად მოვალეობებს:
1. პაციენტის აქტივობის და ფუნქციების ანამნეზის მოკრება ინსულტამდე.
2. ინსულტის შემდეგ ფუნქციების, ატივობის დონის დადგენა. ფუნქციები - კოგნიტური და ხელის ფუნქცია.ამას ვაკეთებ - მიზნობრივი დაკვირვების, ინტერვიუს და სპეციალური ხელის ფუნქციის დასასგენი მეთოდებით.
3. რეაბილიტაცია - ეტლის გამოწერა, აქტივობის და ფუნქციის ვარჯიში.
4. გარე კონტაქტები - კავშირი ოჯახის წევრებთან, თუ პაციენტი ვერ პასუხობს კითხვებს.
5. პაციენტთან ერთად მის სახლში ვიზიტი, და სახლის ადაპტაციისათვის სპეციალური ცნობის დაწერა.
6. კონტაქტები პოლიკლინიკის და რეაბილიტაციის ოკუპაციურ თერაპევტებთან.

და რაც მტავარია, ყველა ჩემი ნაბიჯი პაციენტის ჟურნალში აკურატულად იწრება და კონტროლდება სპეციალური სამსახურების მიერ თვეში ერთხელ. 

4 comments:

ნინო ჭ said...

ამ პოსტს წავალიტხებ დედაჩემს, რომელიც სულ მეკითხება თამუნას პროფესია რაში მდგომარეობსოო:)

Toma said...

rao dedashenma? :)

Sophie שרה Golden said...

რა საინტერესოა.
ოკუპაციური თერაპევტი რომ გახდე, სამედიცინო განათლება აუცილებელია?

ახლა გადავხედე დიდი ხნის შემდეგ შენს ბლოგს და რა კარგია, რომ ხშირად წერ.
თევზის რეცეპტი ძალიან მომეწონა, მადლობა. ახლა ქლიავის ნამცხვარი უნდა ვცადო, მაინტერესებს, რამდენად კონტრასტული გამოვა. მჟავე რამეები ნამცხვარში დიდად არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვცდი, სურათზე მადიანად გამოიყურება.

Toma said...

არაა აუცილებელი. სამედიცინო განთლებას სწავლის პერიოდში იღებ. რათქმაუნდა ეს ცოდნა ისეთი ღრმა არაა როგორც ექიმების. თუმცა ვიყტოდი რომ ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნა, თითქმის ერთ დონეზე გვაქვს.

იმედია მოგეწონება ქლიავის ნამცხვარი, დღეს კიდევ ერთ პოციას ვაკეთებ სამსახურში წასაღებად.