Jun 17, 2012

სოგნეფიორდი, დღე მეორე :)

ვაგრძელებ ნორვეგიული მოგზაურობის სურათების დადებას. ჩვენი გაჩერების ადგილი იყო სოფელი დრაგსვიკი/ბალესტრანდი. პატარა დასახლება მხოლოდ 1300 მოსახლით, რამოდენიმე კაფეთი, ორი მაღაზიით, ძალიან ბევრი ფერმითა და რამოდენიმე დიდი სასტუმროთი. ამავე პატარა სოფელში მდებარეობა მინანქარის სახელოსნო, აკვარიუმი, ხელოვნების ოთხი გალერეა, კინოთეატრი და ძააალიან ბევრი მთა და ჩანჩქერი.

სურათები შერეულად ავტვირთე და შევეცდები კომენტარების გაკეთებას.

ეს ჩვეულებრივი მოსახლეების სახლები.
 ხედი ფიორდებზე
 ეს ბალესტრანდი, ერთ ერთი სასტუმრო.
 ესეც ხედი ბალესტრანდზე
 ხედი ფიორდებზე. ჩანჩქერებთან მისვლის მცდელობა უშედეგოდ დამთვრდა, რადგან დაბლობი მთლიანად წყლში იყო.
 ერთ ერთი სასტუმრო ბალსესტრანდში
 ტიპიური ნორვეგიული სახლი.
 ესეც სახლი და ხედი ფიორდებზე. ისე ქონდათ აშენებულის ახლები რომ მაქსიმალურად იყენებდნენ ხედებს :)
 ცხვრებუკები ვიღაცის ფერმაში. უნდა ავღნიშნო რომ უცხო ხალხის ფერმებში უპრპბლემოდ დავდიოდით :) არავის უთქვავს რომ გადით ეს ჩემი ფერმაააო. პირიქით, ნორვეგიელი ხალხი ძალიან მეგობრული მეჩვენა.
 ერთ ერთი გალერეა შუშის გუმბათით
ზღვის დონიდა 600 მეტრის ზევით უკვე იწყებოდა თოვლიანი გარემო. რადგან თოვლი დნობის პროცესში იყო, გარშემო ყველაფერი სველი იყო. ხავსში ვიფლობოდით :)
 მიდიები. როგორც გავიგე იჭმევა ეს პროდუქტი, არადა კაციშვილი არ კიდებდა ხელს. შეიძლება იმ პაწაწუნების გაზრდას ელოდებოდნენ :)
ექსპრეს გემი. ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, მაგალითად ბერგენამდე 150 ევრო ჯდებოდა ორი ადმაიანისათვის. მანქანით კი ამ ფასის ნახევარი, შესაბამისად არ გვისრგებლია ამ ლამაზი გემის სერვისებით :)
ზოგადად კი, ნორვეგია ძალიან ძვირი ქვეყანაა, მაგრამ მაინც შესაძებელია იქ დასვენება, უბრალოდ გააჩნია თქვეს მოთხოვნებს.

გაგრძელება იქნება...

6 comments:

ნინო said...

სასტუმრო, თეთრი, როგორ გავს ძველ თბილისურ სახლებს. აივნებით, არა?:)

Toma said...

am sastumros aivnebi dzalian gavda italiuri ezoebis aivnebs :)

ნინგოგ said...

დედამ ტამუნა, რა სუათებია! ახლა გადიდედულად ვნახე და სულ სხვა ეფექტია. ხედებიც მაგარია, მნაგრამ როგორ გადაიღე ასე ფართო რაკუსრით ზოგი. ახალი აპარატი გაქვს? დედა რა მაგარია, მგონი ცოტა მეც ვიყავი იქ!

ნინგოგ said...

დედამ ტამუნა, რა სუათებია! ახლა გადიდედულად ვნახე და სულ სხვა ეფექტია. ხედებიც მაგარია, მნაგრამ როგორ გადაიღე ასე ფართო რაკუსრით ზოგი. ახალი აპარატი გაქვს? დედა რა მაგარია, მგონი ცოტა მეც ვიყავი იქ!

ნინგოგ said...

მეორე სურათი წავიღე. დაბრუნდი რა, ფბ-ზე

Anonymous said...

Magaria!!! ak mtsxovreb adamians ra moklavs:-) amas kvia atskobili kvekana.