Jun 3, 2012

ბანკეტის ამბები :)

როგორც იქნა გამოვფხიზლდი და ჩემი გოგლი მოგლად გადაქცეული ტვინი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. მოგიყვებით ბანკეტის ამბებს. პირველ რიგში გეტყვით რომ პირველად ვიყავი მსგავს შეკრებაზე სამი წლის განმავლობაში. პირველ რიგში მიტომ რომ დიდი თავყრილობები არ მიზიდავს და მეორეც იმიტომ რომ ვერ ვგრძნობდი თავს მთლად კომფორტულად ჩემს ჯგუფელებთან.  ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ხცრა მთისა და ზღვის გადალახვა და რესტორანში წასვლა.

რესტორანი ქალაქში განთქმულ ადგილად ითვლება, ადგილიც მთელი ექვსი თვით ადრე დავჯაშნეთ. ნუ შევიკრიბეთ და ვზივართ ველოდებით საჭმელს. ველოდებით... ველოდებით .... და ველოდებით. ბოლოს როგორც იქნა მოგვიტანეს, ზოგს ის რაც შევუკვეთეთ და ზოგს ის რაც არ შეუკვეთია. ამ ჯგუფელებმა საფასურის მხოლოდ მეოთხედი გადაიხადეს. სალაროში ფული რომ გადავიხადო, მეც კი ვიფიქრე ნეტა ჩემი საჭმელიც შეშლოდათთქო მაგრამ ნოპე, არ შეეშალათ. საჭმელი კი , რა ვქვა? მათზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ ვამზადებ! ესეც ჩემი მენიუ.

ტყის სოკო ნიორში (ამას მეც ვამზადებ და მეგონა რაიმე უცხო იქნებოდა და მეთქი ვისწავლი, თუმცა არა ზუსტად ისეთი იყო როგორც მე ვაკეთებ!)

ესეც იხვის მკერდი ფორთოხალში. მკერდი ძალიან კარგი შემწვარი იყო, სიამოვნებით ვისწავლიდი თაიმინგს.

ესეც შოკოლადის ტრიუფელები. არაფერი განსაკუთრებული, მეც გამიკეთებია მსგავსი რამეები და ტრიუფლის გემო მთლიანადაა დამოკიდებული შოკოლადის ხარისხზე. ვიზუალზე არაფერს ვამბობ, ეგრევე საშინელ ასოციაციებს რომ იწვევს. ბურთულები მაინც დაედოთ! 
ხოდა რესტორანში სმა ჭამას რომ მოვრჩით წავედით ღამის კლუბში. წავედით, ვიპოვეთ საცეკვაო მოედანი თავისი ბარით და დავიწყეთ მოლხენა. მე კარგათ დავლიე და ასე 23.40 სთვის ვიგრძენი რომ სახლში თუ არ წამოვიდოდი, წამოსაღები გავხდებოდი. ხოდა წამოვედი კიდეც :D :D ეს ქუჩა ღამით. სურათის გადარებისას ლამის მანქანა დამეჯახა.




ზოგადად კი ძალიან ვისიამოვნე, ბევრი ვიმხიარულე და სიამოვნებით წავიდოდი ღამის კლუბში ოღონდ ცოტა მოსახერხებელი ტანსაცმლით, იმისათვის რომ კარგად ვიცეკვო!!!

 ხვალიდან კი რეალობას ვუბრუნდები. სამშაბათ გამოცდა და პრეზენტაცია მაქვს, ძააალიან, ძალიან ვდარდობ იმიტომ რომ ამ გამოცდის შედეგზეა დამოკიდებული ჩემი ზახულში მუშაობა. კი კონტრაქტზე კი მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ თუ გამოცდა ვერ ჩავაბარე, კონტრაქტი ავტომატურად უქმდება. 

5 comments:

nin gog said...

magaria! meore naxevari moulodneli c iko iko cota. ese igi, mogilxenia! :))) :***

Toma said...

chemtvisac moulodneli iko ik casvla, uceb gadavckvite :D

nin gog said...

ese igi,maset situaciebshi mshvenivrad ertobi ! <3

Toma said...

ramodenime chikis daleva tu movascari ki :D

Anonymous said...

me vfqrob, rom dzalian magari banketi qqonda tavisi gemrieli sajmelebit