Jun 20, 2012

ამბები

ხოდა ასე,
დავიწყე მუშაობა და დღეს პატიოსნად ჩავათავე ჩემი მესამე დღე!  მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, მაინც სასიამოვნოა დამოუკიდებლობა. მარტო ის რად ღირს რომ ხელმძღვანელზე აღარ ვფიქრობ და არ მადარდებს რა შეფასებას მომცემს. რათქმაუნდა კოლეგებთან ურთიერთობა მადარდებს, და მინდა რომ კარგი კონტაქტები დავამყარო ყველასთან, მაგრამ ეს სულ სხვა სახის "თავსატეხია".  ჩემი მუშაობის სტილიც არ შეცვლილა, ადრე თუ 90% ვიხარჯებოდი (10% დავალებებისათვის), ახლა 100% მთლიანად სამუშაოზე ვარ გადართული.

დასკვნა ისაა რომ თუ 100% არ დავიხარჯე, საქმე კარგად არ კეთდება, მაგრამ დღის ბოლოს უბრალოდ მკვდარი ვარ.

პ.ს. ჩემი ვარდის სურათს გაჩვენებთ, როგორც იქნა დაიწყო ყვავილობა


2 comments:

Da-v-iD said...

კარგია როცა იმით ხარ დაკავებული რაც ძალიან გიყვარს :) წარმატებები

Toma said...

გმადლობ :)