May 17, 2012

ჩემი დიდი ოჯახი :)

ამ შემთხვევაზე რომ არ დამეწერა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. შემთხვევას კი გუშინ, საავადმყოფოში ჰქონდა ადგილი :)

ყოველ დილას 7:45 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვიკრიბებით განყოფილებაში და განვიხილავთ ყველა პაციენტს რომელიც განყოფილებაში წევს. ხოდა საქმე მორიგ "ახალ" პაციენტზე რომ მიდგა ყველას სახე და განწყობა ეცვალა... ეს ახალი პაციენტი,  ძველი კარგად ნაცნობი პაციენტი აღმოჩნდა, რომელსაც არც თუ ისე "კარგი" სახელი აქვს და რომელთან მუშაობაც ძალიან ძნელია. თუ რატომ დღის განმავლობაში მეც აღმოვაჩინე :)

პაციენტს არც მეტი არც ნაკლები 10 შვილი და უამრავი შვილიშვილი ყავს. ყველა მათგანი გუშინ  საავადმყოფოში სამხედრო სიზუსტით გამოცხადდა და პაციენტს გვერდიდან არ მოშორებულან :) ახლა წარმოიდგინეთ ერთი პატარა, ერთკაციანი პლატა და ამდენი ხალხი. საწყალი საავადმყოფოს პერსონალი ძლივს მოძრაობდა ამ ხალხმრავლობაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არავინ ეუბნევა ამ ხალხს რომ წასულიყვნენ  და პერსონალს მუშაობა ეცალათ, ისინიც იყვნენ :) ხოდა გუშინ უნდა გენახათ რა სიტუაცია იყო, ჩვენი ფიზოთერაპევტი და ეს პაციენტი კარიდორში დადიოდნენ და სიარულს ვარჯიშობდნენ, უკან კიდევ მთელი ამალა მიჰყვებათ :) ახლა უბრალოდ თვალი დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია :D :D.

მსგავსი სიტუაცია ძნელად გასაგებია ჩემი კოლეგებისათვის, მიუხედავად იმისა რომ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. საქმე ისაა რომ ოჯახის წევრები ასე გამოხატავენ თავისი მოხუცის მიმართ პატივისცემას და ზრუნვას. მათი მიზანი ერთი წუთითაც არაა რომ რეაბილიტაციას ხელი შეუშალონ, მაგრამ რადგან სიტუაციას არ აანალიზებენ და მხოლოდ ტრადიციებიდან გამომდინარე მოქმედებენ მათი ქცევა სხვანაირად აღიქმება. ამ შემთვევაში ჩემი აზრით ძალიან აუცილებელია რომ საავადმყოფოს პერსონალი იყოს კორექტული და გააზრებული ქონდეს ის თუ რა ხდება. რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საერთო ენსი გამონახვა და საუკეთესო შედეგის მიღწევა.

5 comments:

Anonymous said...

unda utxran natesavebs rom tsaltsalke mobrdzandnen, ase mgoni aravin ganatskendeba, torem am "Paradit" tavad avadmkopits ki tsuxdeba albat tsota:-)

nin goguadze said...

sadauria eg pacienti, shvedia?

nin gog said...

sadauria pacienti, shvedia? :)

Toma said...

სახელის და გვარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შვედი არ იყო:)

Keti said...

წარმოვიდგინე, რა ხდება :))
სამხრეთელები იქნებიან ალბათ :)