May 6, 2012

განახლებული აივანი :)

მოვედი განახლებული აივანის ფოტოებით :) როგორც ვგეგმავდი, შევიძინე ავიანზე დასაკიდებელი ქოთნების ჩასაწყობი მოწყობილობა, სულ რაღაც 10 ევროდ ჩარჩო + პლასტმასის საქოთნე :). მხოლოდ ჩარჩო როგორც წესი 20 ევროდან ღირს მაგრამ მე გასული წლის მოდელი ვიყიდე, რომელიც არც მთლად კარგ ფორმაში იყო და ცოტა გადამახდევინეს :)

ამ სურათზე კარგად ხედავთ დაღუნულ შავ ჩარჩოს და ყავისფერ ჩასაწყობს :)


რათქმაუნდა ყვავილებიც შევიძინე. ყველასათვის კარგად ნაცნობი ბალბა, ეს მცენარე ცვალებად კლიმატს ძალიან კარად ეგუება და შეუდარებელია აივანისათვის. თან მთელი ზაფხული და შემოდგომა ყვავის :)


ეს კი ჩემი ვარდი, რომელიც ნელ ნელა იზრდება :) დამაიმედეს რომ ამ წელს ყვავილები ექნება :)

 

ეს კიდევ თქვენთვის ნაცნობი მაგიდა. გასულ კვირას გადავღებ- გადავზეთე და ასეთ მულატკურ ფერზე დავაყენე :)



4 comments:

David Beshkensky said...

heh, magari xedia :)

Toma said...

heh :)
rogor xar davit?

ნინგოგ said...

ძალიან მომეწონა. მეც მინდა აივანი.

Toma said...

შენც მალე გქონებოდეს :)