May 5, 2012

მიგნებები და მოსაზრებები

გუშინ პრქტიკის მეორე კვირა ჩავათავე და ვფქრობ უკვე დროა დავწერო ჩემი მიგნებების და მოსაზრებების შესახებ ( როგორც იცით, პაქტიკას გავდივარ განყოფილებაში სადაც საავადმყოფოს მისაღებიდან პირდაპირ ვღებულობთ ინსულტიან პაციენტებს). რათქმაუნდა ამ მიგნებების შესახებ უკვე ბევრია დაწერილი, მაგრამ პირადად რომ აღმოაჩენ სულ სხვა რამეა :)

1. ყველა პაციენტს რომელსაც დღემდე შევხვდი ისულტამდე ქონდა სხვადასხვა სახის ავადმყოფობა თუ დაავადება. ზოგს სისხლძარღვების და გულის დაავადება, ზოგს დიაბეტი, ზოგს ფილტვების ავადმყოფობა (Chronic obstructive pulmonary disease ), ზოგს ღვიძლის და შარდის ბუშტის დაზიანება. შესაბამისად გამომაქვს დასკვნა რომ ინსულტის რისკი იზრდება თუ ზემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფობები აწუხებს ადამიანს.

2. ინსულტის რისკი ასევე მაღალია თუ პაციენტს გადატანილი აქვს Transient ischemic attack, და ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება თუ პაციენტი ეწევა, აქვს ქოლესტერონის მაღალი დონე, და დარღვეული აქვს მარილების ბალანსი ორგანიზმში. 


3. ინსულტის ლოკალიზაციის მიხედვით სხვადასხვა სიმპტომი გვაქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაგალითად თუ ადამიანს მარცხენა ჰემისფეროს ბროკას არეაში აქვს ინსულტი, არ ნიშნნავს რომ ყველას ერთნაირად ექნება გამოხატული ბროკას აფაზია, ეს ასევე არ ნიშნავს რომ ყველა პაციენტი ერთნაირად იქინება მოტივირებული ვარჯიშისათვის. 


4. ზემოთ მოტივაციაზე ვსაუბრობდი და მინდა ამის შესახებაც დავწერო. ჩემი დაკვირვებით უკეთ გახდომის მოტივაცია აქვთ მსუბუქი ინსულტის და საშუალო სირთულის ინსულტიან პაციენტებს, რომლების არც ისე ასაკიანები არიან. მძიმე ავამდყოფებს მოტივაცია თითქმის არ აქვთ მიზეზებზე სხვა პოსტში ვისაუბრებ (მძიმე ავადმყოფებში ვგულისმობ ადამიანებს რომლებსაც ჭამაც კი არ შეუძლიათ დამოუკიდებლად და არიან დამოკიდებულნი  PEG -ზე, ან ავადმყოფობას ვერ აცნობიერებს )

5. გუნდური მუშაობა წარმატებული რეაბილიტაციის ალფა და ომეგაა! ჩვენ გუნდში არის ფორმალური ლიდერი ექთანი, რომელიც ყოველ დილას გვიყვება სიახლეებს ყველა პაციენტის შესახებ. პაციენტის რეაბილიტაციის გარშემო ყველა თანაბარი უფლება მოვალეობებით ვსარგებლობთ, მოვლელებიდან დაწყებული - ექიმით დამთავრებული. მაგალითად როცა ექიმის მიხედვით საავადმყოფოდან გაწერის დროა, ჩვენ შეგვიძლია პროცესი შევაჩეროთ თუ ვთვლით, რომ კი, პაციენტი მედიკამენტოზურად უკვე ნამკურნალებია მაგრამ კვლავ საჭიროებს ოკუპაციური და ფიზიკურ თერაპიას.  ჩვენს გუნდში არიან - ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ექთანი, ექიმი, ლოგოპედი, დიეტისტი და ხადახან მომვლელი. 




პ.ს. 1 პატარა კურიოზი 
გუშინ პაციენტი მეუბნევამ ისე მომწონს თქვენთან, ყველა ისეთი კარგები ხართ რომ სახლში წასვლა არ მინდაო :) ცუდია რომ ჯანმრთელ ადამიანებს საავადმყოფოდან  წერენო :)




პ.ს. 2 მომავალ პოსტში დავბრუნდები ძალიან საინტერესო რეაბილიტაციის ფორმაზე, რომცელიც ამ წელს დაინერგა ჩვენთან. ამ რეაბილიტაციის ფორმაზე საგამოცდო ნამუშევარსაც ვწერ და საკმარის მონაცემებს მოვაგროვებ თუ არა დავწერ ეგრევე.



No comments: